7 რჩევა ➤ რას უნდა უსმინოს სტუდენტმა სწავლის პროცესში

სასარგებლო რჩევები

მეცნიერების ნაწილს მიაჩნია, რომ ახალგაზრდის სწავლის პროცესი მშვიდ გარემოში უნდა მიმდინარეობდეს. მათი აზრით, მუსიკის მოსმენა, შესაძლოა, უარყოფითად მოქმედებდეს სტუდენტზე და ის დრო, რაც სწავლას უნდა ეთმობოდეს, მუსიკის მოსმენაში, უსაქმურად დაიკარგოს.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

მაგრამ, მეცნიერების ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება კვლევების შედეგები, სადაც ახალგაზრდები აღნიშნავენ, რომ მუსიკა ძალიან ეხმარებათ სწავლის პროცესში. კონკრეტულად კი, მუსიკა მათთვის მოტივატორია, რომელიც სწავლის ხანგრძლივი პროცესის გადალახვასა და სიმშვიდის, განწყობის შენარჩუნებაში ეხმარებათ.

უფრო რეალურია, ვთქვათ, რომ სტუდენტის გამოწვევა მუსიკის სწორად შერჩევაში მდგომარეობს. არასწორად შეურჩეულ მუსიკას, მართლაც, შეუძლია, მოგწყვიტოს სასწავლო პროცესს. ამ პოსტის მიზანია, დაგეხმაროთ იმ მუსიკის შერჩევაში, რომელიც დაგეხმარებათ, აიმაღლოთ განწყობა მაშინ, როცა თქვენ წინ აღმართულ კონსპექტებსა და წიგნებს დაინახავთ:

? რჩევა პირველი:

კლასიკური ჰარმონიული მელოდიის მოსმენა სწავლის პროცესში ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია.

? რჩევა მეორე:

როგორც ამბობენ, მოცარტის მოსმენა ფსიქიკურად ამშვიდებს გონებას და აუმჯობესებს დადებით დამოკიდებულებებს, რასაც „მოცარტის ეფექტს“ ეძახიან.

? რჩევა მესამე:

მოუსმინეთ ატმოსფერულ ინსტუმენტულ მუსიკას. ამ ტიპის მელოდიას იგივე ეფექტი აქვს, რაც კლასიკურს, იმ განსხვავებით, რომ უფრო თანამედროვეა. მაგალითად, საუკეთესო საშუალებაა საყვარელი ფილემბის საუნდტრეკების მოსმენა.

? რჩევა მეოთხე:

მოუსმინეთ სამყაროს მელოდიებს, მაგალითად, წვიმის, ტალღები, ჯუნგლებისა და ცხოველების ხმებს. მართალია, ეს არ არის მუსიკა, მაგრამ კარგი საშუალებაა დასვენებისთვის, რომელიც თავს სხვა სამყაროში გაგრძნობინებთ.

? რჩევა მეხუთე:

ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი თქვენი საყვარელი სიმღერების კრებულის შექმნაა, მაგალითად, შეადგინეთ 50-წუთანი ფლეილისტი, რომ სწავლის პროცესში, ყოველ 5 წუთში ერთხელ არ დაიწყოთ მუსიკის ცვლა. ეს, ასევე, დაგეხმარებათ, დროის მართვაში, რადგან ფლეილისტის დასრულება თქვენთვის იქნება ნიშანი, რომ უნდა შეისვენოთ.

? რჩევა მეექვსე:

არასოდეს უსმინოთ მუსიკას რადიოში, რადგან რადიო გაგიფანტავთ გონებას.

? რჩევა მეშვიდე:

თუკი, სწავლის პროცესში მუსიკის მოსმენას არ აპირებ, მაშინ სწორად განსაზღვრე დრო, რამდენ ხანს შეიძლება უსმინო მას და როდის, რომ სასწავლი მასალა უსწავლელი არ დაგრჩეს.

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები