Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

გოგონა აქციიდან – ავტონომია უნივერსიტეტს!

გოგონა აქციიდან – ავტონომია უნივერსიტეტს!
March 22
15:23 2016

921398_598415183642182_7882872724854233652_oეს გოგო ნათია ქარჩილაძეა, 22 წლისა. ოზურგეთში დაიბადა. სკოლის პერიოდში, სხვა გოგონებისგან განსხვავებით, უყვარდა სპორტი. განსაკუთრებული სიყვარულით თამაშობდა ფეხბურთს, კალათბურთსა და ჩოგბურთს. ბავშვობაშივე გაიცნო ადამიანები, რომლებიც დღეს მისი საუკეთესო მეგობრები არიან. როგორც ამბობს, მათ დიდი გავლენა მოახდინეს მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე.

ამჟამად, თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტში სოციოლოგიასა და გენდერს სწავლობს. უყვარს ადამიანები, მათზე დაკვირვება და მათთან ურთიერთობა, ამიტომაც სოციუმი და მასში არსებული გენდერული თავისებურებები საინტერესოა მისთვის. სწავლის გარდა, ჩართულია სამოქალაქო აქტივიზმში. აქტიურად მონაწილეობს საპროტესტო აქციებში, რომელთა ძირითადი მოთხოვნები ქალთა უფლებებს, შრომით ურთიერთობებს, განათლებას, ნარკოპოლიტიკას და სხვა ჩაგრულს ჯგუფების ინტერესებს ეხება.

ნათიას მკვეთრად აქვს განსაზღვრული პოლიტიკური ხედვები, პოლიტიკური, ის სოციალისტ-ფემინისტია. არ აღიარებს რელიგიას. თავისუფლება მისთვის ბევრი ალტერნატივის არსებობაა. მისი მთავარი დევიზი, ამჟამად, სულ ორი სიტყვაა და ასე ჟღერს: – ავტონომია უნივერსიტეტს!

საყვარელი მწერალი არ ჰყავს, არც რომელიმე ნაწარმოებს გამოარჩევს. ამბობს, რომ კითხვისას მთავარი სიტუაცია, დრო, განწყობა და ხასიათია. თავის ჩაცმულობის სტილს აღწერს როგორც ფერადოვანს. უსმენს ყველა ჟანრის მუსიკას, ამჟამად სოციალური თემატიკაზე შექმნილ კომპოზიციებს ანიჭებს უპირატესობას.

 ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

გართობის საუკეთესო საშუალება მისთვის სახლში მეგობრებთან ერთად დალევა, ან ბუნებაში გასვლაა. ყველაზე დიდ გულშემატკივრებად ოჯახის წევრებს მიიჩნევს, თუმცა, ფიქრობს, რომ მის წარმატებასა თუ წარუმატებლობას უბრალო ნაცნობებიც იზიარებენ. და ბოლოს, არ აქვს კონკრეტული ადგილი, სადაც თავს საუკეთესოდ გრძნობს. მისთვის, მთავარი ის ადამიანები არიან, ვინც გვერდით ჰყავს.

10264888_774236046010309_2091433634660424317_n

ავტორი: ნათია ზარიძე

821 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2016
M T W T F S S
« Feb   Apr »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031