კალიფორნიის უნივერიტეტის ინგლისურის უფასო კურსები სტუდენტებისთვის

აქტუალური

ბერკლის უნივერსიტეტი ჟურნალისტებსა და ჟურნალისტიკის სტუდენტებს სთავაზობს უფასო ონლაინ კურსებს ინგლისურ ენაში.

კურსი რეკომენდირებულია მათთვის, ვინც მუშაობს ან სწავლობს ჟურნალისტიკის განხრით და სურს გაიუმჯობესოს პროფესიული ინგლისური.

კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:

  • ჟურნალისტის სამუშაო;
  • ჟურნალისტური ეთიკა;
  • ინკლუზიური ჟურნალისტიკა;
  • ადგილობრივი და გლობალური მედია;
  • სამოქალაქო ჟურნალისტიკა და სხვ.

საკითხები განიხილებ ინგლისურ ენაზე, რაც მოიცავს ამ სფეროსთვის დამახასიათებელ იდიომებს, ლექსიკას და გრამატიკას.

☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼

კურსის ხანგრძლივობა 5 კვირა.

სესია დაიწყება 12 აპრილს.

ტრენერი: Maggie Sokolik – კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი.

კურსი არის სრულიად უფასო. კურსის ბოლოს შეგიძლიათ აიღოთ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომლის საფასურია 49 დოლარი.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, აღნიშნული სერტიფიკატი დადეფითად იმოქმედებს თქვენს კარიერულ წინსვლაზე.

რაც შეეხება ინსტრუქციას, კურსის გასავლელად ვებგვერდზე უნდა შექმნათ თქვენი ექაუნთი და შემდეგ უკვე დარეგისტრირდეთ კურსზე. თქვენი ანგარიშის აქტივაციის შემდეგ უკვე შეძლებთ სისტემაში შესვლას, სადაც მოცემულია ინსტრუქცია, ინფორმაცია სასწავლო მასალებისა და სწავლი შესახებ.

კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ორგანიზატორებს. ან გადადით ბმულზე.

ასევე გაეცანით:

სტიპენდიები გერმანიაში მაგისტრატურაზე სასწავლებლად

დაფინანსება ქართველ სტუდენტებს ესტონეთში საზაფხულო პროგრამაზე სასწავლებლად

ისრაელის მთავრობის დაფინანსებული სასწავლო პროგრამები

დაფინანსებსა სასწავლო პროგრამაზე პოლონეთში

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები