დავგეგმოთ ოპერაში წასვლა

სასარგებლო რჩევები

 

⭕ მიხაილ ფოკინის საღამო: – „ფასკუნჯი“

„ფასკუნჯის“ პრემიერა 1910 წლის 25 ივნისს, პარიზის გრანდ ოპერაში ბალეტისთვის მუსიკის შექმნა დიაგილევმა ახალგაზრდა იგორ სტრავინსკის დაუკვეთა. საპრემიერო სპექტაკლში უფლისწული ივანის როლი თავად ქორეოგრაფმა ფოკინმა შეასრულა, ფასკუნჯი ტამარა კარსავინამ იცეკვა, უკვდავ კაშჩეის კი ენრიკო ჩეკეტი ასრულებდა. თბილისში ბალეტს ანდრის ლიეპა დგამს, რომელსაც ფოკინის სხვა ბალეტების რეკონსტრუქცია და აღდგენა ეკუთვნის. პრემიერა თბილისში: 2016 წლის 2 აპრილს გაიმართება.

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

მიხაელ ფოკინის საღამოზე დასწრება შემდეგ დღესა და დროს შეგეძლებათ:

შაბათი – 02 აპრილი 2016 – 19:00 საათი

კვირა – 03 აპრილი 2016 – 14:00 საათი

კვირა – 24 აპრილი 2016 – 19:00 საათი

⭕ „ჯამბაზები“

„ჯამბაზები“ რუჯერო ლეონკავალოს ყველაზე ცნობილი ოპერაა. ეს ნაწარმოები, პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსებასთან“ ერთად, საოპერო ვერიზმის პირველი ნიმუშია. სიუჟეტი, კომპოზიტორის ცნობით, რეალური ცხოვრებიდან არის აღებული. მასში მოთხრობილია მოხეტიალე დასის მსახიობთა ვნებებზე, რომელიც ფატალურად სრულდება.

“ჯამბაზებზე” დასწრება შემდეგ დღესა და დროს შეგეძლებათ:

სამშაბათი – 12 აპრილი 2016 – 19:00 საათი

ოთხშაბათი – 13 აპრილი 2016 – 19:00 საათი

კვირა – 17 აპრილი 2016 – 19:00 საათი

იხილეთ ასევე: სტუდენტებს ოპერის ბილეთების ყიდვა 5-10 ლარად შეეძლებათ

სტუდენტები ოპერაში წასასწვლელად ემზადებიან ➤ რჩევები

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები