Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

პაატა ბახტურიძე: აბა ავტონომია?

პაატა ბახტურიძე: აბა ავტონომია?
March 24
17:45 2016

დღეს 12 საათიდან 15 საათამდე მიმდინარეობდა სტუდენტური თვითმმართველობისა და რექტორის ღია შეხვედრა 107 აუდიტორიაში. როგორც თვითმმართველობის წევრები აფასებენ, შეხვედრა იყო ძალიან მწვავე. მათი თქმით, თვითმმართველობის წევრებმა დასვეს კითხვები, რომლებიც დღემდე პასუხგაუცემელია. გთავაზობთ თვითმმართველობის წარმომადგენლის, პაატა ბახტურიძის შეფასებას გამართული შეხვედრისა და უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების შესახებ:

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

1) ოდეერის 3 წლიანი მფარველობა რატომ ხდებოდა და თუ ჰქონდა გაგზავნილი ბატონ ვლადიმერ პაპავას წერილი უსაფრთხოების სამსახურში ოდეერის გაწვევის თაობაზე?

მან განაცხადა, რომ ასეთი წერილი არ გაუგზავნია და საერთოდაც ოდეერის ყოფნის დამადასტურებელ არანაირ დოკუმენტს არ ფლობს.

2) ბატონი კუბლაშვილის საკითხი, რომელიც კუდის პოლკოვნიკი და ოდეერების უფროსი იყო.

ბატონმა ლადომ ისევ უარყო, რომ მისი ცოლის ბიძაშვილი ბატონი პავლოვიჩი უნივერსიტეტში მან მოიყვანა. ისევ განაცხადა, რომ არც მისი ოთახის (შეგახსენებთ ის იკავებდა კანცლერის თანაშემწის პოზიციას) ადგილმდებარეობა არ იცოდა. ბოლოს კი გვახარა, რომ განცხადება დაუწერია გუშინ და წასულა უნივერსიტეტიდან ბატონი პავლოვიჩ კუბლაშვილი.

3) დაისვა კითხვები აქციების მინდიარეობის პერიოდში სპეცნაზის გამოჩენაზე. თუ რატომ იმყოფებოდა უნივერსიტეტთან სპეცნაზი ვარაზის ხევში და ვთხოვეთ დაესახელებინა ადამიანთა გვარები, რომლებიც ითხოვდნენ უნივერსიტეტიდან სტუდენტების ხელებგადაგრეხილად გაყვანას. ეს ხდებოდა ბიბლიოთეკის შეხვედრაზე სადაც მოძრაობა 115 ის რამდენიმე წევრი, პროფესორები და რექტორატის სრული შემადგენლობა იმყოფებოდა.

ამაზეც პასუხი იყო, რომ არ იცის ვინ ითხოვდა ამას. გეტყვით. ამას ითხოვდა ბატონი გიორგი ოთხმეზური (პროფესორი) და ქალბატონი ირმა რუხაძე (რექტორის აპარატიდან), რომელიც ფეისბუქზე ინფორმაციის განთავსებისათვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს 2400 ლარს.

5) დაისვა კითხვები სპეც ხელშეკრულებების შესახებ, რომლებსაც უფორმებენ პროფესორებს. სპეც ხელშეკრულება გულისხმობს იყო დატვირთული მცირე საათებით და იღებდე ხელფასს იმაზე მეტს ვინც ბევრად მეტ საათს კითხულობს ლექციებს. ასეთი პროფესორები სხვადასხვა ფაკულტეტზე არაერთია. გარდა ამისა, არიან პროფესორები, რომლებიც არიან (ა) კატეგორიაში, ანუ იღებენ უმაღლესს ხელფასს და არ აქვთ უფლება სხვა უნივერსიტეტებში ქონდეთ თანამდებობა, მაგრამ ირღვევა ეს წესი და სხვაგანაც არიან დასაქმებულნი. ანუ უნივერსიტეტს პარავენ ბიუჯეტიდან ფულს. ზუსტად ასეთი რამდენიმე პროფესორი იცავდა ბატონ ლადო პაპავას ცოტა ხნის უკან და შიმშილობაც კი დაიწყეს მის მხარდასაჭერად. ამაზეც რათქმაუნდა პასუხი იყო, რომ ინფორმაცია აქ გვაქვსო.

4) პროფესორმა, რომელიც ესწრებოდა შეხვედრას გააჟღერა ორი ადამიანის სახელი და გვარი: ავთანდილ ლომიძე და მალხაზ ბაძაღუა (პრორექტორ სოსო სალუქვაძის თანაშემწე). ბატონი ავთანდილის თანამშრომლობა სპეც სამსახურებთან მისი სივშიც წერია, რაც შეეხება ბატონ ბაძაღუას ზედაპირული მოკვლევით დავდაგინეთ, წარსულში კაგებესთან თანამშრომლობდა და ის დღესაც კონტრ დაზვერვის თანამშრომელია. ( ამ ინფორმაციას ჯერ ჯერობით დოკუმენტებით ვერ ვასაბუთებთ, მაგრამ წყარო სარწმუნოა). ავთანდილ ლომიძე მუშაობს მაღლივში გამხმოვანებლად და რავიცი არავის არ მინდა ცილი დავწამო მაგრამ კარგი იქნება პროფესორები და სტუდენტები იყოთ ყურადღებით მაინც მოსმენების კუთხით.

ბატონი ლადო და ბატონი სოსო სალუქვაძე აცხადებენ, რომ ამ ორ ადამიანზე ინფორმაცია არ აქვთ, არადა მე სტუდენტმა 10 წუთში მოვიძიე იმ რაოდენობის ინფორმაცია რაც საკმარისია ეჭვისა და კითხვებისთვის.

რექტორი ისევ თავს არიდებს პასუხისმგებლობის აღებას და გადადგომას. ისევ აწმენდს ხელებს სხვადასხვა ადმინისტრაციის თანამშრომლებსა თუ სტრუქტურულ ერთეულებს. და რა ვქნათ, ეხლა ვუყუროთ ამ ყველაფერს მშვიდად? მე პირადად არ ვაპირებ და ვაპირებ თუნდაც მარტომ ვიბრძოლო ბოლომდე. ვისაც ეს არ შეუძლია მოიმარაგეთ პოპკორნი საინტერესო სანახაობა გელოდებათ. უნივერსიტეტის წმენდა დაიწყო”, – წერს პაატა ბახტურიძე თავის ფეისბუქ გვერდზე.

277 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2016
M T W T F S S
« Feb   Apr »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031