Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სტაჟირება სტუდენტებისთვის ეროვნულ ბანკში

სტაჟირება სტუდენტებისთვის ეროვნულ ბანკში
March 24
17:25 2016

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს სტაჟირების პროგრამას შემოქმედებითი და გამოწვევების მოყვარული სტუდენტებისათვის მომხმარებლის უფლებების დაცვის განყოფილებაში. წარმატებულ კანდიდატს საშუალება მიეცემა, იზრუნოს საქართველოში ფინანსური პროდუქტების განვითარებაზე და მათ მილიონობით მომხმარებელზე. მისი მიზანი იქნება საქართველოს ფინანსური სისტემის კეთილსინდისიერების დაცვა და განმტკიცება, პროდუქტების გამჭვირვალობის ზრდა, მომხმარებელთა სასიკეთოდ კონკურენციის წახალისება, ფინანსური და რისკების მართვის განათლების ხელისშეწყობა.

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

მოვალეობები:

  • საგანმანათლებლო ვიდეორგოლების სიუჟეტის მოფიქრებასა და შინაარსის მიხედვით ვიზუალური მასალის მომზადებაში მონაწილეობის მიღება (რაც შეიძლება მოიცავდეს, მაგ., ნახატ ანიმაციას);
  • საგანმანათლებლო ვიდეო-მასალის კუთხით საერთაშორისო ბაზარზე არსებული საინტერესო პრაქტიკისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი წინადადებების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი (სახვითი ხელოვნების, გრაფიკული დიზაინის, ანიმაციის, ციფრული მედიის, რეჟისურის ან სხვა დაკავშირებული მიმართულებით)
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე
  • გრაფიკული და/ან სამონტაჟო პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

  • შემოქმედებითობა, მოტივაცია, ცოდნის გაუმჯობესების და ახალი მასალის შესწავლის უნარი;
  • პასუხისმგებლობლობის გრძნობა, დაგეგმვის და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

კანდიდატებმა აპლიკაციას უნდა დაურთონ საკუთარი ნამუშევრების ასლები (მაგ., პოსტერი, მოკლე ვიდეორგოლი, ანიმაცია, ა.შ.) – მაქსიმუმ 3.

სტაჟირების ხანგრძლივობა 3-6 თვე (ანაზღაურების გარეშე). სტაჟირების დასრულებისას წარმატებული მონაწილისთვის არის დასაქმების შესაძლებლობა.

კონკურსის ფორმა: გასაუბრება. განაცხადების მიღების საბოლოო ვადაა 4 აპრილი.

აპლიკაციები უნდა გააგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@nbg.gov.ge და სათაურში მიუთითეთ “სტაჟირება მომხმარებლის უფლებების დაცვის განყოფილებაში”.

946 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2016
M T W T F S S
« Feb   Apr »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031