Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

დისკუსია – სტუდენტების პროტესტი: გამოწვევები და მოლოდინები

დისკუსია – სტუდენტების პროტესტი: გამოწვევები და მოლოდინები
March 25
11:19 2016

ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა ორშაბათს, 28 მარტს, 17:00 საათზე, გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე – სტუდენტების პროტესტი: გამოწვევები და მოლოდინები

მოდერატორი: სალომე ასათიანი, რადიო თავისუფლება

მომხსენებლები:

  • ლევან ლორთქიფანიძე, აუდიტორია #115-ს წევრი, თბილისის ფაბიანური საზოგადოების დამფუძნებელი
  • სალომე დუნდუა, ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სიმონ ჯანაშია, განათლების ექსპერტი

სამუშაო ენა: ქართული

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა უნივერსიტეტში რეფორმების განხორციელების აუცილებლობა. საზოგადოების უმრავლესობა და პროცესში მონაწილე მხარეები თანხმდებიან ცვლილებების საჭიროებაზე, თუმცა მათი ხასიათი და განხორციელების გზები განსხვავებულად ესახებათ.

ამავე დროს, კარგად წარმოჩინდა სტუდენტების კონსტრუქციული პროტესტის და კონკრეტული მოთხოვნების ინიცირების უპირატესობა სამუშაო თუ მოლაპარაკების პროცესებში.

მომხსენებლები ისაუბრებენ პროტესტის მნიშვნელობასა და გავლენაზე საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე, მის გამომწვევ მთავარ მიზეზებზე და თუ როგორ ხედავენ სტუდენტების მიერ მიღწეული შეთანხმების განხორციელების გზებს და თუ რა გზით გეგმავენ პროცესის დასახულ მიზნამდე მიყვანას.

მისამართი: ნ. რამიშვილის ქ. 4;  Friedrich-Ebert-Stiftung, Georgia

ფოტო: დემეტრე დათიაშვილი

37 ნახვა
Tags
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2016
M T W T F S S
« Feb   Apr »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031