Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ლექტორის რჩევები არასწორია!

ლექტორის რჩევები არასწორია!
March 26
11:22 2016

როცა საქმე სწავლას ეხება, ბევრი ბანალური ფრაზის მოსმენა გიწევთ. როგორიცაა: „აქციეთ სწავლა პრიორიტეტად”, “ყველა სემინარი მოამზადეთ”, “ბევრ მეცადინეობას სრულყოფილებამდე მივყავართ” და ა.შ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ლექტორი ამას კარგი განზრახვით გვეუბნება, ნათქვამში აშკარა უზუსტობაა, რადგან:

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

1. ლექციამდე გაეცანით მოსამზადებელ მასალას – არასწორია ❗ ❗ ❗

ერთხელ მაინც გექნებათ მოსმენილი ლექტორის ნათვქამი ფრაზა: „წაიკითხეთ მასალა და კარგად გაეცანით, წარმოდგენა რომ შეგექმნათ, რაზე ვილაპარაკებ და ბუს თვალებით არ მიყუროთ“. ალბათ, გაგჩენიათ იმის სურვილი, გეპასუხათ – „მოიცა და… მასალის განმარტეყბა თქვენი მოვალეობა არ არის“? – თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, ამას ხომ მაინც არავინ აკეთებს (იმ ტიპის გარდა ყოველთვის წინა რომ ზის და აუცილებლად 3,5 ჯიპიეით ამთავრებს). 

გვეხმარება კი, რამეში, რიდერების კითხვა?

გამოკვლევამ აჩვენა, რომ ეს დროის არამიზნობრივად ფლანგვაა და გამეორება ეფექტურია მხოლოდ მასალის სწავლისას. მაშინ, რატომ უნდა გავიმეოროთ რამე ორჯერ მხოლოდ იმისთვის, რომ ვიცოდეთ, ლექტორი რაზე ლაპარაკობს? ლექტორის ამოცანა ისედაც ის არ არის, თავად განგვიმარტოს საკითხის არსი? ამიტომ, ასე ვიტყოდი, – გამეორება ყოველთვის ცოდნის დედა არაა, ზოგჯერ ის უბრალოდ დედინაცვალია.

მომდევნო ლექციამდე დარჩენილი დრო, უფრო ეფექტური იქნება წინა ლექციაზე ახსნილი მასალის გამეორებასა და სწავლას დავუთმოთ, ვიდრე ,,დაუკრეფავში გადავიდეთ“ და მეცნიერულ (ჩინურ) ენაზე დაწერილი მასალა წინასწარ ვიკითხოთ.

2. იპოვე ჯგუფელი, რომელთან ერთადაც იმეცადინებ – არასწორია ❗ ❗ ❗

ზოგს არ შეუძლია სხვა სტუდენტებთან ერთად ჯდომა და ქიმიურ რექციებზე, ან ფროიდის ფსიქოლოგიზე საათობით ტვინის ჭყლეტა. ზოგს კი პირიქით – სხვებთან ერთად მასალის დამუშავების პროცესი მოსწონს, – “ვისთვის როგორ”. და მაინც, რომელი უფრო სწორი მეთოდია? –
სხვებთან ერთად მეცადინეობისას, შეიძლება უფრო მეტად მობილიზებული ვიყო, მაგრამ სულ ესაა

როცა იცი, რომ 4 საათზე ვიღაც გელოდება ბიბლიოთეკაში, უკვე საკმარისი მოტივაციაა, ერთი ადგილი ასწიო და იმ კონსპექტებს მიუჯდე, შენი ოთახის კუთხეში რომ ობლად ყრია. თუმცა, რთულად ამოსახსნელი მაგალითების, ამოცანების, რეაქციების სხვებთან ერთად გაკეთება ყველაზე მეტად საკუთარი თავის გასულელება და იმის დაჯერებაა, რომ იგივეს გაკეთებას თავადაც მოახერხებთ ფინალურებსა და გამოცდაზე.

ერთია სხვას უყურო როგორ ხსნის ფიზიკის რთულ ამოცანას და თავი უქიცინო თანხმობის ნიშნად ,,აჰა, აჰა, გავიგე“ და მეორეა, – გამოცდაზე ცარიელ ფურცელს მიშტერებულმა გაიხსენო ამოცანის ამოხსნის გზები.

3. ლექციის ჩანაწერებს ხშირად გადახედეთ – არასწორია ❗ ❗ ❗

ლექციის ჩანაწერების გიჟივით, გამუდმებით გადამეორება არა მარტო დროს გაკარგვინებს, ასევე, დამტკიცებულია, რომ ფრიად არაეფექტურია. თუმცა, მიუხედავად ამისა მაინც ყველა ლექტორი ამას ჩაგვჩიჩნებს, რადგან “კარგი სტუდენტები”, თურმე, ასე აკეთებენ.

სწავლის ამ რობოტული მეთოდისთვის არ არის ადამიანის მეხსიერების სისტემა მომართული. გაცილებით ეფექტურია, ქვიზებისა და ტესტების მეშვეობით გაიმყაროთ ახლადათვისებული მასალის ცოდნა. კვლევებმა აჩვენა, რომ საკუთარი თავის ტესტირების მეთოდი გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ლექციაზე ჩაწერილი მასალის უაზროდ ზუთხვა.

4. სამეცადინოდ მყუდრო, წყნარი ადგილი შეარჩიე – ყოველთვის არ ამართლებს ❗ ❗ ❗

“გამორთე მუსიკა! როგორ ახერხებ ასე, კონცენტრირებას”?
“წყნარად იჯექი და ყურადღება მოიკრიბე”. – გეცნობათ? – ეს “კეთილი” რჩევა, იმ სტუდენტებისთვისაა, რომ მესიჯობენ, მუსიკას უსმენენ, ჩართული აქვთ ფეისბუქი, სკაიპში მეგობარს ეჩათავებიან და პარალელურად სემინარს ამზადებენ.

ასეთ შემთხვევაში, ეს რჩევა უადგილო არაა, მაგრამ მეორე მხრიდანაც შევხედოთ: – ყველდღიურად ერთსა და იმავე მყუდრო, წყნარ ადგილას მეცადინეობა იმის გარანტია, რომ ნასწავლის გახსენებას ისევ ამ ადგილზე შეძლებთ და არა გამოცდაზე, სადაც სრულიად ადვილად შეიძლება ყურადღების გაფანტვა და ვერც სიმყუდროვეს და სრულ სიწყნარეს დაგპირდებათ ვინმე.

თარგმნა: ქეთი ქურციკიძემ

481 ნახვა
Tags
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2016
M T W T F S S
« Feb   Apr »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031