Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

პიარ ტექსტებში „გაბმული“ სტუდენტობა და ქართული უნივერსიტეტების დასაქმების ფენომენი

პიარ ტექსტებში „გაბმული“ სტუდენტობა და ქართული უნივერსიტეტების დასაქმების ფენომენი
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
March 28
11:01 2016

ნიკო 21 წლისაა,ახსოვს ის დღე,როდესაც SMS-ის სახით ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა, რომ ჩაირიცხა სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე. ერთადერთი რამ ახლა რაც მას აწუხებს უმუშევრობაა. ამბობს, რომ ბევრი ტრენინგ კურსი გაიარა, უნივერსიტეტის სახელით სტაჟირებაზეც იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც ვერ დასაქმდა. აბიტურიენტობის დროინდელ წუთებს იხსენებს და უნივერსიტეტების შერჩევის კრიტერიუმებს.ზოგიერთი უნივერსიტეტი ადგილმდებარეობის გამო არ მოეწონა,ზოგი სიმაღლის გამო,ზოგიც – კი, გადაჭარბებული დაპირებების. ყველაზე კარგ წუთებად “დასაქმების პერსპექტივა“ აგონდება. დასასრულს -კი ამბობს, რომ ისიც იმ მახეში მოხვდა, რომელ მახეშიც ქართველი სტუდენტობაა. ჰოდა, ამ თემაზე მინდა, რომ გიამბოთ…

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

ალბათ, ყველას შეგიმჩნევიათ უნივერსიტეტების საინფორმაციო ბუკლეტების პირველ გვერდებზე რექტორების ტექსტები, – “აქ ყველაფერია იმისთვის, რომ საკუთარი თავის რეალიზება მოახდინოს სტუდენტმა“, “აკადემიური პერსონალი დაკომპლექტებულია გამოცდილი კადრებით“, “უნივერსიტეტის ბაზაზე არსებობს ყველა ის საჭირო რესურსი რაც სტუდენტს თეორიული ცოდნის პარალელურად პრაქტიკულ უნარებსაც უვითარებს“და ათასი მსგავსი შინაარსის ტექსტი. ეს ყველაფერი რომ სტუდენტებში მოტივაციის გრძნობას აღძრავს, ალბათ ამაზე არავინ დაობს. მოტივაცია, რომ აკვიატებულ სურვილებში გადადის, ალბათ, არც ამაზე. მთავარია, არგუმენტების სია, როგორ გამოიყურება? – და მთავარ შეკითხვაზე პასუხი – „დავსაქმდები თუ არა“?!…
უმაღლესი სასწავლებლების მთავარი სატყუარა“ დასაქმების პერსპექტივაა“, რომელიც ქვეტექსტშია შეყუჟული და იქიდან იცქირება. ტექსტების მრავალფერონების მხრივ, არცერთი უნივერსიტეტი ძალ-ღონეს არ იშურებს.

ადამიანური მომენტებიც ამ კონტექსტის ნაწილია. მისი გაზიარება მაშინ იწყება, როდესაც სტუდენტი ისმენს – “ეროვნული ღირებულებები, სულიერი ერთობა ეს ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ნაწილია“, “ჩვენ მათ ვუყურებთ, როგორც შვილებს და არა, როგორც კომერციას“. პიარ ტექსტების მრავალფეროვნების პარალელურად, ყურადღებას იპყრობს სტუდენტური აქტივობებით არჩევანზე მანიპულირება. კადრში და უნივერსიტეტების პირველ გვერდებზე ვხედავთ სტუდენტების მოღიმარ სახეებს, ხოლო კადრს მიღმა „მლანძღველთა დიდ არმიას“. ყველაზე დრამატული წუთები იხატება მაშინ, როდესაც ამ ოცნებას ფრთები ეკვეთება და სტუდენტების საფიქრალი უფრო და უფრო ღრმავდება. ყველას ერთი შეკითხვა და მოთხოვნა აქვს. უნივერსიტეტს კი თავისი ინტერესი, სტუდენტებისთვის მოზიდვის ახალი ხერხები და მულტიპატფორმების ეფექტურად გამოყენება.

თანამედროვე ტექნოლოგიები და სოციალური პიარი უმნიშვნელოვანესი „იარაღია“ აუდიტორიის მოზიდვისთვის. ჰოდა, ჩვენი უნივერსიტეტებიც შესანიშნავად იყენებენ „განწყობას“, კადრში დააყენებენ ერთ-ორ ახალგაზრდას, აცინებენ, თავის ამბებს მოაყოლობენ და შემდეგ კმაყოფილი სახეებით გვერდებზე „გამოაჭენებენ“. ამ ერთი ადამიანის ისტორიით შექმნიან განწყობას, რომ აქ ყველაფერი კეთდება სტუდენტების მომავლისთვის და მოტყუებელი სტუდენტებიც აქტიურად ითვისებენ მსგავსი ტიპის ტექსტებს.

დასაქმების „არგუმენტს“ ვადა წლების შემდეგ გასდის, როდესაც ხვდებიან, რომ – “შენ არ ვარგიხარ ამ პროფესიაში“, “არ გაქვს კარგი ვიზუალი“ და „მეტყველება“. თუმცა, დეტალებში ვითომ ირონიით იმასაც გეტყვიან, – „თავი დაგვანებე შვილოო”. ერთ „გულწრფელ“ ღიმილსაც „შემოგაჩეჩებენ“და თბილი სიტყვებით გაგისტუმრებენ.

ჰოდა, ბოლოს, ეს ჩემი შეხედულებები არაა ძვირფასო მკითხველო, ეს იმ სტუდენტობის აზრია, რომლებიც აქტიურად წერენ თავის გულისტკივილს, მაგრამ მომკითხველი არავინ ჰყავთ.
ანკესი რომ უფრო დამაჯერებელი იყოს, ახალი თამაშის წესები უნდა მოიფიქროთ სტუდენტებზე მზრუნველო უნივერსიტეტებო!

ავტორი: თორნიკე დევაძე,სტუდენტი;

232 ნახვა
Tags
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2016
M T W T F S S
« Feb   Apr »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031