Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

“აუდიტორია 115” თსუ-ში დროებითი მმართველობის შემოღებას ითხოვს

“აუდიტორია 115” თსუ-ში დროებითი მმართველობის შემოღებას ითხოვს
March 30
12:27 2016

“აუდიტორია 115” თსუ-ში გარდამავალი პერიოდის გამოცხადებასა და დროებითი მმართველობის შემოღებას ითხოვს, – ამის შესახებ აუდიტორიის წევრებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

როგორც სტუდენტმა გიორგი ჯალახაძემ აღნიშნა, გარდამავალი პერიოდი ითვალისწინებს უნივერსიტეტის მმართველი ორგანოებისა და აკადემიური საბჭოს გადასვლას ეტაპზე, რასაც ჰქვია დროებითი მმართველობა.

☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

“განათლების სამინისტროს ჩვენ ვთხოვთ, რომ დაიწყოს რეალური ცვლილებები უნივერსიტეტში სისტემურ დონეზე. შეიცვალოს აკადემიური საბჭოსა და რექტორის არჩევის წესი და საბოლოოდ, ამ კანონის დადგენის შემდეგ აკადემიური საბჭო და რექტორი დაუყოვნებლივ უნდა გადადგნენ დაკავებული თანამდებობიდან და უნდა მოხდეს რექტორისა და აკადემიური საბჭოს არჩევა. ჩვენ ვთვაზობთ უნივერსიტეტში შექმნილი პრობლემის მოგვარების ალტერნატიულ გზას”, – განაცხადა გიორგი ჯალახაძემ.

“აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლის მარიამ გულიაშვილის განცხადებით, ის, რასაც უნივერსიტეტის თვითმმართველობა აკეთებს მიუღებელია:

“ჩვენ მათ მივიჩნევთ არალეგიტიმურ ორგანოდ. ეს არის იმ სისტემის ნაწილი, რომლის რადიკალურ ცვლილებასაც ვითხოვთ საკანონდებლო დონეზე, შესაბამისად, მათი ეს მესამე ეტაპის შიმშილობის დაწყება არის ფსევდორადიკალური მოქმედება, რომელიც მიმარულია იმისკენ, რომ გამოიწვიონ უნივერსიტეტში დესტაბილიზაცია. ჩვენ თუ ადრე ვყვიროდით “არ გადადგე რექტორო და მართე უნივერსიტეტი”, ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩვენ იმ პერიოდში ვებრძოდით უნივერსიტეტში დესტაბილიზაციას, რადგან სტრუქტურული რეფორმის განხორციელებისთვის აუცილებელია გარკვეული სტაბილურობის შენარჩუნება. გარდამავალი პერიოდიც ზუსტად იმას ითვალისწინებს, რომ დამთავრდეს რეფორმირების პერიოდი საკანონდებლო დონეზე და ამ პერიოდის დასრულებისთანავე, ჩვენ ვითხოვთ პოლიტიკურ პირობას უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და რექტორისგან, რომ ისინი დატოვებენ თანამდებობებს”, – განაცხადა მარიამ გულიაშვილმა.

მისივე თქმით, თუ არ შესრულდა ეს მოთხოვნები, ისინი სტუდენტურ გაფიცვას დაიწყებენ.

66 ნახვა
Tags
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2016
M T W T F S S
« Feb   Apr »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031