იტალიის მთავრობის სტიპენდიები ქართველი სტუდენტებისთვის

აქტუალური

იტალიის მთავრობა უცხოეთის მოქალაქეებისთვის და უცხოეთში მცხოვრები იტალიელი მოქალაქეებისთვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას 2016-2017 აკადემიური წლისათვის.

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 36-თვიანი სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისათვის. სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 820 ევროს.

სტიპენდიები გამოიყოფა საბაკალავრო, სამაგისტრო და დოქტორანტურის საფეხურებზე და აგრეთვე, უმაღლეს სპეციალიზებულ სასწავლო პროგრამებზე (სამედიცინო განათლების გარდა), ხელოვნების, მუსიკის და ცეკვის უმაღლესი პროფესიული განათლების კურსებზე, სამეცნიერო კვლევით პროგრამებზე აკადემიური ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ, იტალიური ენისა და კულტურის (საშუალო და მაღალი დონე – 3 თვე), იტალიური ენის პედაგოგების კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე (1თვე) დასასწრებად.

☼  გსურს იტალიური ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე☼ 

სასწავლო პროგრამები ძირითადად არის იტალიურ ენაზე, თუმცა ხელმისაწვდომია ინგლისურენოვანი პროგრამებიც. ორივე შემთხვევაში საჭიროა ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

რაც შეეხება ასაკს, დაფინანსების მოსაპოვებლად მონაწილეობა შეუძლიათ აპლიკანტებს რომლებიც დაბადებული არიან არანაკლებ 1998 წლის 15 აპრილისა და არაუმეტეს 1981 წლის 15 აპრილისა, ანუ უნდა იყვნენ 18-დან 35 წლამდე ასაკის.

აპლიკაციის გაგზავნამდე აუცილებლად უნდა დაუკავშირდეთ იმ უნივერსიტეტს, რომელშიც აპირებთ ჩაბარებას, ასევე შეგიძლიათ მიმართოთ იტალიის საელჩოს საქართველოში.

დედლაინი 15 აპრილი, 2016 წელი.

ონლაინაპლიკაცია

დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში ან ბმულზე.

ასევე იხილეთ:

საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის პარიზში სრული დაფინანსებით

დაფინანსება სტუდენტებს დანიაში სასწავლებლად

საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის დაფინანსებით ბუდაპეშტში

კალიფორნიის უნივერიტეტის ინგლისურის უფასო კურსები სტუდენტებისთვის

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები