სტუდენტებისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში შეჯიბრისთვის რეგისტრაცია დაიწყო

კონკურსები

სსიპ “საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი” და „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში“ აცხადებს ეროვნულ შეჯიბრს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში (სჰს)

მონაწილეობის პირობები:

  • შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვს სამი წევრისაგან შემდგარ გუნდს;
  • გუნდის წევრები უნდა წარმოადგენდნენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის ბაკალავრიატის (მე-2, მე-3, მე-4 კურსის) და მაგისტრატურის, ასევე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტებს;
  • გუნდის წევრებს არ უნდა ჰქონდეთ მიღებული მონაწილეობა წინა წლებში ჩატარებული სჰს-ის ეროვნული შეჯიბრის დასკვნით ტურში;
  • გუნდმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა და პასუხი გასცეს თანდართულ შეკითხვებს, რის საფუძველზეც დაკომპლექტდება ეროვნული შეჯიბრის დასკვნითი რაუნდისთვის მოსამზადებელი ლექციების აუდიტორია.
  • ლექციების დასრულების შემდეგ, ტესტირების შედეგად, შეირჩევა დასკვნით რაუნდში მონაწილე გუნდები.

შეჯიბრის დასკვნითი ტური ჩატარდება სიმულაციების ფორმით, 2016 წლის 27-28-29 მაისს, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში;

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

დაინტერესებულმა გუნდებმა, შევსებული განაცხადის ფორმა (საკითხების დაწერის ჩათვლით) უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 11 აპრილს, 16:00 სთ-ისა.

განაცხადის ფორმა

ეროვნული შეჯიბრის რეგულაციები

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნულ შეჯიბრში გუნდის მონაწილეობა უფასოა. ყველა ხარჯი, რაც დაკავშირებული გუნდის წევრთა ტრანსპორტირებასთან, განთავსებასა და კვებასთან, იფარება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
მაია ქარდავა (+995) 599 55 88 18; mkardava@icrc.org
მაია მამისაშვილი (+591) 60 17 25 mmamisashvili@icrc.org
ნინო ბეჟაშვილი (+995) 555 11 47 74 nbezhashvili@tcj.gov.ge

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები