სტაჟირება სტუდენტებისთვის – ჟურნალისტი/ოპერატორი

დასაქმება

სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო” აცხადებს სტაჟირებას სტუდენტებისთვის შემდეგ პოზიციებზე:

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

1. ვებ-გვერდის რედაქტორის სტაჟიორი/თანაშემწე – 2 ვაკანტური ადგილი

  • ვებ-გვერდზე განსათავსებელი პროგრამებისა და მასალების დროული შეგროვება;
  • ვებ-გვერდზე განსათავსებელ პროგრამებსა და მასალებში აღმოჩენილი ხარვეზებზე რეაგირება;
  • ვებ-გვერდზე პროგრამებისა და მასალების გეგმიური ატვირთვა;
  • სტაჟირების ხელმძღვანელის მითითებების შესრულება

2. ხმის რეჟისორის სტაჟიორი/თანაშემწე – 2 ვაკანტური ადგილი

  • ხმის ჩაწერის, მონტაჟისა და პირდაპირი ეთერის წარმოებისას რეჟისორის დახმარება;
  • სასცენარო გეგმების გაცნობა;
  • გადაღებისათვის საჭირო ტექნიკური მოწყობილობების მეთვალყურეობა (სამკერდე მიკროფონები, ყურსასმენები და სხვა);
  • სტაჟირების ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.

3. ცენტრალური სააპარატოს რეჟისორის სტაჟიორი/თანაშემწე – 2 ვაკანტური ადგილი

  • განვითარების სამსახურის მიერ მიწოდებული/დაგეგმილი მომდევნო დღის პროდუქციის ჩაბარებაში/ტექნიკური შემოწმებაში რეჟისორის მხარდაჭერა;
  • დაგეგმილი სეეთერო ბადის მიხედვით პროდუქციის ეთერში განთავსებაში რეჟისორის
    მხარდაჭერა;
  • საეთერო ბადეში დაუგეგმავი ცვლილების შემთხვევაში გადასვლების სწორ დაგეგმავში
    მხარდაჭერა;
  • სტაჟირების ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.

4. შემოქმედებითი გადაცემების ოპერატორის თანაშემწე/სტაჟიორი -2 ვაკანტური ადგილი

  • სამუშაო მასალის დროული მომზადება;
  • აუდიო/ვიდეო ჩაწერისათვის მობილიზება;
  • ექსტრემალური და განსაკუთრებული პირობების არსებობისას სიტუაციის გაანალიზება;
  • სტაჟირების ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

5. შემოქმედებითი გადაცემების მემონტაჟის თანაშემწე/სტაჟიორი – 2 ვაკანტური ადგილი

  • ვიდეომასალის დამონტაჟების პროცესში მონაწილეობა ვიდეოკონტენტზე
    პასუხისმგებელი პირის მითითებითა და ზედამხედველობით;
  • სტაჟირების ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;

6. რეპორტიორის თანაშემწე/სტაჟიორი – 4 ვაკანტური ადგილი

  • თემების გამოვლენა, ანალიზსა და შერჩევაში რეპორტიორების მხარდაჭერა;
  • საჭიროების შემთხვევაში, თითოეულ თემაზე სრული ინფორმაციის მოძიება;
  • ექსკლუზიური თემების მოძიების პროცესში ჩართულობა;
  • სტაჟირების ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.

7. ოპერატორის თანაშემწე/სტაჟიორი – 4 ვაკანტური ადგილი

  • სამუშაო მასალის მომზადებასთან დაკავშირებით მითითებების დროულად და
    ხარისხიანად განხორციელება;
  • ტელეპროდუქციის შექმნისას (ინტერვიუს ჩაწერის, სიუჟეტის გადაღების და ა.შ.)
    ოპერატორის მხარდაჭერა და ტექნიკის მობილიზების პროცესში მონაწილეობა;
  • სტაჟირების ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.

8. რადიოს მუსიკალური წამყვანის თანაშემწე/სტაჟიორი – 2 ვაკანტური ადგილი

  • რადიოს მუსიკალური გადაცემების მომზადებაში მონაწილეობა;
  • სტაჟირების ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.

9. რადიოს ოპერატორ-მემონტაჟეს თანაშემწე/სტაჟიორი – 2 ვაკანტური ადგილი

  • რადიოს მუსიკალური გადაცემების მომზადებაში მონაწილეობა;
  • სტაჟირების ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.

10. მუსიკალური რედაქტორის თანაშემწე/სტაჟიორი – 2 ვაკანტური ადგილი

  • რადიოს მუსიკალური გადაცემების მომზადებაში მონაწილეობა;
  • სტაჟირების ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სტაჟიორად შეიძლება დაინიშნოს აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ან პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის მესამე ან მეოთხე კურსის სტუდენტი ან შესაბამისი უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე.

სტაჟირების მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, საკონტაქტო ელ-ფოსტაზე უნდა წარმოადგინონ:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  • უმაღლესი განათლების ან უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 100 სიტყვა);
  • СV

პირს რომელსაც სურს კონკურსში მონაწილეობის მიღება, გამოსაგზავნ ელ-ფოსტის (HR@ajaratv.ge) სათაურის ველში უნდა მიუთითოს იმ სტრუქტურული ერთეულ(ებ)ის და პოზიცი(ებ)ის დასახელება, სადაც სურს სტაჟირების გავლა. ერთდროულად შესაძლებელია მიეთითოს მხოლოდ ორი პოზიცია. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვიდან 6 თვემდე

სტაჟირების დასრულების შემდეგ წარმატებული სტაჟიორებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი (თანხმობის შემთხვევაში ჩაირიცხებიან რეზერვში);

უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2016 წლის 15 აპრილი

სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, მ.აბაშიძის ქუჩა N41 და N57;

საკონტაქტო ტელეფონები: 593 34 54 34
საკონტაქტო ელ-ფოსტა: HR@ajaratv.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები