აუდიტორია 115-ის სტუდენტები მაღლივ კორპუსში დავით ნარმანიას ხვდებიან

აქტუალური

აუდიტორია 115-ის სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან დავით ნარმანიას ხვდებიან.

აუდიტორია 115-ის სტუდენტები მაღლივის მიმდებარე ტერიტორიაზე 9 სართულიანი წყალმომარაგების ოფისის მშენებლობას აპროტესტებენ.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

აუდიტორია 115-ის წარმომადგენლების თქმით, თბილისის მერიამ კომპანიას უკანონოდ და უსასყიდლოს 6 ათასი კვადრატული მიწის ფართობი გადასცა.

შეხვედრის დაწყებამდე სტუდენტები ნარმანიასთან შეხვედრას მის კაბინეტთან ითხოვდნენ. 

“დაიცავი თსუ, დაიცავი საუნივერსიტეტო სივრცე,”- სკანდირებენ მაღლივის შენობასთან შეკრებილი სტუდენტები. 

წყარო: რუსთავი 2

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები