თსუ-ის სტუდენტების აქციას ილიაუნის სტუდენტები შეუერთდნენ

სტუდენტური პრობლემები

თსუ-ს სტუდენტების აქციას ილიაუნის სტუდენტები შეუერთდნენ. ისინი ამბობენ, რომ მხარს უჭერენ განათლების სისტემის რეფორმის მოთხოვნას და ხელისუფლებისგან პასუხს ითხოვენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის მისვლას და კითხვებზე პასუხს ითხოვენ. მათ 4-პუნქტიანი მოთხოვნები დღეს დილით გაავრცელეს. 

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

სტუდენტების ნაწილმა უნივერსიტეტის I  კორპუსის ეზოში გადაიინაცვლა. გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტებს 10-მდე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდებიან. ისინი 4 საათამდე გააგრძელებენ აქციას და პრემიერ-მინისტრის გამოხმაურებას დაელოდებიან. თუმცა აცხადებენ, რომ, თუ გიორგი კვირიკაშვილისგან გამოხმაურება არ იქნება, ისინი მე-6 კორპუსის წინ აქციას გააგრძელებენ.

წყარო: რუსთავი 2

ფოტო: საბა ჩიხლაძე

თსუ-ის მე-6 კორპუსში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები