საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის რუმინეთში

გაცვლითი პროგრამები

საზაფხულო სკოლა ჩატარდება 16—25 ივლისს,  რუმინეთში, ქალაქ პიტესტში.

საბუთების შეტანის ბოლო ვადაა 24 აპრილი.

ეს სკოლა არის მათთვის, ვისაც სურს, უხელმძღვანელოს პროექტს საკუთარ ორგანიზაციაში, შთააგონოს ხალხი და თვლის, რომ ლიდერია.

სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს, ხშირად, აერთიანებთ საერთო მიზანი: აამაღლონ პერსონალის უნარ-ჩვევები, ხელი შეუწყონ ცოდნის გაზიარებას ერთმანეთში, გააუმჯობესონ შიდა კომუნიკაციები და უზრუნველყონ ამ პროცესების უწყვეტობა.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ლიდერობის საზაფხულო სკოლა შეიქმნა იმისთვის, რომ უზრუნველყოს ახალგაზრდა ლიდერების მზაობა მათი ორგანიზაციის შიდა პროცესების მართვისა და სხვადასხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან კავშირების შექმნისთვის.

შერჩევა

პროქტისთვის შეირჩევა 60 მოტივირებული და აქტიური სტუდენტი და სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმებული ახალგაზრდა პროფესიონალი მთელი მსოფლიოდან.

მონაწილეობის ხარჯები

პროგრამაში მონაწილეობის საფასურია 250 ევრო სტუდენტებისთვის და 350 ევრო – დასაქმებული ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის.

ეს ხარჯები მოიცავს:

  • განთავსებას ქალაქის ცენტრში;
  • კვებას (3-ჯერ დღეში + შესვენება ყავაზე);
  • ტრანსპორტირებას;
  • სხვადასხვა სოციალური აქტივობების ხარჯებს.

*მონაწილედ არჩევის შემთხვევაში, თანხის 50% უნდა გადაიხადოთ წინასწარ, დანარჩენი ნაწილი კი, პროეტის განმავლობაში, ან პროექტის დაწყებამდე.

აპლიკაცია:

მეილის გაგზავნისას სათაურად მიუთითეთ: “[CV] [YOUR FULL NAME] [ORGANISATION]”

აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადაა: კვირა, 24 აპრილი, ცენტრალური ევროპის დროით 23:59

დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ:  contact@leadershipsummerschool.org

 დეტალური ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები