ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით აქციებს იწყებენ

სტუდენტური პრობლემები

სტუდენტური აქცია გაიმართება დღეს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. ახალგაზრდები უნივერსიტეტის ცენტრალურ შენობასთან 2 საათისთვის შეიკრიბებიან და სოლიდარობას გამოუცხადებენ, ხუთ პროფესორს, რომლებიც რამდენიმე დღეა შიმშილობენ.

აქციის მთავარი მოთხოვნა, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიური საბჭოსა და კანცლერის გადაყენებაა.

 ☼  გსურს სამაგისტრო/საგრანტო გამოცდისთვის მომზადება? გაეცანი პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე☼  

სტუდენტები არ გამორიცხავენ, რომ აქციამ პერმანენტული სახე მიიღოს.

გარდა ამისა, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სრულად იზიარებენ აუდიტორია 115-ის წევრების მოთხოვნებს.

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ დღეს 2 საათზე დაგეგმილ აქციას შესაძლოა შეუერთდეს აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები, მათ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ აქვთ. 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები