სტატიების კონკურსი სტუდენტებისთვის

კონკურსები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებს კონკურსს საუკეთესო სტატიის შესარჩევად თემაზე: „საქართველოს პირველ რესპუბლიკაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და პოლიტიკა”.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. სტატიების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2016 წლის 10 მაისი.

გამარჯვებული ნაშრომის ავტორს 2016 წლის 20 მაისს, გამოავლენს საკონკურსო კომისია. საუკეთესო 10 სტატია დაიბეჭდება კრებულის სახით.

☼  გსურს იტალიური ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

კონკურსი იმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში.

საკონკურსო მასალები უნდა გაიგზავნოს სსიპ-ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში:

ელექტრონული ფოსტა: academy@mof.ge
მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. #10
ტელეფონი: 2261026

დაინტერესებულმა პირებმა, ნაშრომთან ერთად უნდა წარმოადგინონ:

სტუდენტის ბარათის ასლი
ტელეფონის ნომერი
ელექტრონული ფოსტის მისამართი

დეტალები იხილეთ აქ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები