საზაფხულო დასაქმების პროგრამა სტუდენტებისთვის

დასაქმება

“სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ აცხადებს ანაზღაურებად საზაფხულო დასაქმებას ფიზიკური პირების განვადების სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმსა და ახალციხეში.

სამუშაო პირობები:

  • სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე (შაბათ-კვირის გარდა);
  • განსაკუთრებული მინიშნება: პროექტის ხანგრძლივობა 3 თვე, დასაქმების პერსპექტივით.

ძირითადი მოვალეობები:

  • გადახდასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პაციენტებთან კომუნიკაციის მართვა;
  • გადახდის პირობების შეთავაზება და შესაბამისი გრაფიკის გაწერა;
  • ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულების მომზადება და პაციენტთან გაფორმება;
  • დავალიანების მქონე პაციენტების დოკუმენტაციის მოგროვება შესაბამისი განყოფილებებისათვის მიწოდების მიზნით;
  • პროგრამაში დაფიქსირებულიი დავალიანების მქონე პაციენტების ინფორმაციის შედარება რეესტრთან;
  • დავალიანების მქონე პაციენტებზე რეპორტის მომზადება ყოველდღიურად;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

  ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა უმაღლესი იურიდიული განათლება (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
  • პრიორიტეტულია ექსელის მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • გამართულად კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10 მაისი, 2016

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს. რეგიონებში დასაქმების მსურველებმა თქვენი რეიზუმე გაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: vacancy@evex.ge სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება და დასაქმების სასურველი ადგილი, ასე მაგალითად – „ფიზიკური პირების განვადების სპეციალისტი-ფოთი“

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები