5 ინსტაგრამის გვერდი, რომელიც ყველა სტუდენტმა უნდა “დააფოლოვოს”

საინტერესო ფაქტები

სწორი გამოყენებისას ნებისმიერი სოციალური ქსელი შეიძლება ერთი შეხედვით უაზრო დროის ფლანგვის მაგივრად, ფრიად სასარგებლო საგანმანათებლო საშუალებად იქცეს. დღევანდელ რეალობაში ჩვენ ყველანი ჭარბად ვსარგებლობთ სოციალური ქსელებით და რატომ არ გამოვიყენოთ ეს დრო და შესაძლებლობა ჩვენ სასარგებლოდ?

ამის განსახორციელებლად საჭიროა იმის ცოდნა თუ რომელ გვერდსა, თუ პიროვნებას ვადევნოთ თვალყური. დასაწყისისთვის გთავაზობთ 5 ინსტაგრამის გვერდს, რომელსაც ყველა სტუდენტი  უნდა “აფოლოვებდეს”.

National Geographic

ეს გვერდი საინტერესო იქნება ყველა მიმართულების სტუდენტისთვის. აქ იდება საინტერესო ინფორმაცია ცხოველებზე, ბუნებასა და კულტურაზე.

Mars Curiosity Rover

მარსის როვერს ახლა უკვე ოფიციალურად აქვს თავისი ინსტაგრამის გვერდი. აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ წითელი პლანეტის ხელშეუხებელი, დაუმუშავებელი  ფოტოები.

American Museum of Natural History

აქ თქვენ იპოვით ყველაფერს, რაც ბუნებასა და ისტორიას უკავშირდება. გვერდი ძირითად აქცენტს აკეთებს დინოზავრებსა და მათ განამარხებზე.

Entrepreneur Magazine

ეს გვერდი წერს სხვადასხვა მეწარმეებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც გართობასთან ერთად ერთგვარ ინსპირაციასაც წარმოადგენს.

Pearson Students

ეს გვერდი მისი წინამორბედებისგან განსხვავებით ნაკლებად სერიოზულია. იგი  აძლევს ახალგაზრდებს სტუდენტურ თანაცხოვრებასა და სწავლასთან დაკავშირებულ რჩევებს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები