კონკურსი ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის

კონკურსები

მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი (MCERC) აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის!

კონკურსი ტარდება მედიაკრიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პროექტის – „მედიაკრიტიკა: ახალგაზრდა ჟურნალისტები მედიის გაძლიერებისთვის“, ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია „Deutsche Welle Akademie“.

კონკურსზე დაშვების წინაპირობები: კონკურსანტი უნდა იყოს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი; უნდა შეეძლოს სატელევიზიო პროდუქტის მომზადება (მათ შორის, მონტაჟი).

☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼

კონკურსის საფუძველზე შერჩეული ახალგაზრდა ჟურნალისტები, ფართო აუდიტორიისთვის გასაგებ ენაზე, შექმნიან ექსპერიმენტულ სატელევიზიო/ონლაინ პროდუქტს მედიის შესახებ.

  • 30 მაისამდე, ოთხი მენტორი/პროფესიონალი ჟურნალისტი შეარჩევს 16 მონაწილეს (განაცხადების განხილვის და გასაუბრების შედეგად, თითოეული მენტორი შეარჩევს მაქსიმუმ ოთხ მონაწილეს).
  • პროექტის მონაწილეები, სამი თვის განმავლობაში იმუშავებენ მედიაკრიტიკის სატელევიზიო/ონლაინ პროგრამის ფორმატის შემუშავებაზე, მოამზადებენ სიუჟეტებს და/ან დაიჯესტებს, მიმოხილვებს, სხვადასხვა სახის აუდიო-ვიზუალურ პროდუქტს.
  • 2016 წლის ოქტომბერში სპეციალური ჟიური გამოავლენს სამ საუკეთესო ნამუშევარს. ავტორები დაჯილდოვდებიან „Deutsche Welle Akademie“-ის და „MCERC”-ის სპეციალური პრიზით, ხოლო 16-ივე მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

  • სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 250 სიტყვა);
  • საკუთარი ავტორობით მომზადებული აუდიო-ვიზუალური პროდუქტი;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა.

კონკურსანტებმა განაცხადი უნდა გამოაგზავნონ ელ-ფოსტაზე: info@mcerc.ge
განაცხადების მიღების დედლაინი: 2016 წლის 20 მაისი, 18:00-მდე

საკონტაქტო პირი: პროექტის ასისტენტი თათია კაკიაშვილი. ტელ: +995 790 251 005; +995 598 100 201 (12:00-17:00-მდე).

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები