საზაფხულო სკოლა უკრაინაში სტუდენტებისთვის სრული დაფინანსებით

გაცვლითი პროგრამები

Center for Urban History of East Central Europe 2016 წლის 29 ივნისიდან 11 ივლისამდე უკრაინის ქალაქ სლავუტიჩში მართავს საზაფხულო სკოლას სტუდენტებისთვის.

თემა „ქალაქის იდეა: რეალობის შემოწმება“ (The Idea of the City: Reality Check)

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა არის სრულიად უფასო. მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლითა და კვებით. დაფარული იქნება მგზავრობის ხარჯის ნაწილი (დაახლოებით 25 ევრო).

მონაწილობის მიღება შუძლიათ მაგისტრატურის სტუდენტებს, ასპირანტებსა და დამოუკიდებელ მკვლევარებს სხვადასხვა სფეროდან: ანთროპოლოგია, არქიტექტურა, ეკონომიკა, ინჟინერია, გეოგრაფია, ისტორია, დიზაინი, პოლიტიკური მეცნიერებები, სოციოლოგია და კულტურის კვლევები.

აღწერა:
ინტერდისციპლინური საზაფხულო სკოლის „ქალაქის იდეა: რეალობის შემოწმება“ მიზანია, სასწავლო და საკვლევი ფორმატის კომბინირება, ურბანული კვლევების სხვადასხვა მეთოდისა და მიდგომების გამოყენებით. სკოლის კურიკულუმი მოიცავს სოციალურ, ჰუმანიტარულ, გარემოს დაცვისა და ეკონომიკურ პერსპექტივებს თანამედროვე ქალაქის დაგეგმვისა და ფუნქციონირებისთვის, ასევე მისი ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

ქალაქ სლავუტიჩის მაგალითზე, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, სხვადასხვა დისციპლინის პერსპექტივებიდან, გაუკეთონ ანალიზი ისეთ ურბანულ და სოციალურ ცნებებს, როგორიცაა: დაგეგმარებული ქალაქი, უტოპიური ქალაქი და ეკო-ქალაქი. სკოლის მიზანია, გააღრმავოს ცოდნა ერთ-ერთი შემოთავასებული თემის ირგვლივ და გაამყაროს თანამშრომლობა ერთმანეთთან დაკავშირებულ სფეროებს შორის.

სემინარები, საველე სამუშაოები და მეთოდოლოგიური ვორქშოფები მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში და მიიღონ ახალი სტიმული პროფესიული წინსვლისთვის.

სკოლის სტრუქტურა და თემატიკა:
საზაფხულო სკოლის დროს სწავლება წარიმართება სხვადასხვა საკვლევი მიმართულებებით. მოცემული სამი თემიდან, მონაწილეებს შეუძლიათ აირჩიონ ერთ-ერთი:

  • I თემა: ქალაქური წესები, მოგონებები და წარმოდგენები.
    თემის ფოკუსი იქნება საზოგადოების ინტერაქცია საქალაქო სივრცესთან მიმართებით; მათი ღირებულებები, გამოცდილებები, და წარმოდგენები ქალაქის სხვადასხვა ადგილებთან დაკავშირებით.
  • II თემა: ურბანული სივრცე და გარემო
    თემა მოიცავს ურბანული სივრცისა და ისეთი ურბანული ეკოსისტემების ფუნქციონირების სტრუქტურის ანალიზსს, როგორიც არის: ტყეები, პარკები, რელიეფი, ბიომრავალფეროვნება, წყლის რესურსები და კლიმატი. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეისწავლონ არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის ინტერაქცია ქალაქის ეკოსისტემასთან.
  • III თემა: ქალაქის ფონდი და მენეჯმენტი
    ეს თემა მონაწილეებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ ქალაქის დაფინანსებისა და ბიუჯეტის დაგეგმვის პროცედურებს და შეძლებენ საქალაქო მენეჯმენტისა და მართვის ანალიზსს.

შერჩევა:

  • მონაწილეობა შეუძლიათ მაგისტრატურის სტუდენტებს, ასპირანტებსა და დამოუკიდებელ მკვლვარებს;
  • მონაწილის ასაკი უნდა იყოს 18-დან 30 წლამდე;
  • სფეროები: ანთროპოლოგია, არქიტექტურა, ეკონომიკა, ინჟინერია, გეოგრაფია, ისტორია, დიზაინი, პოლიტიკური მეცნიერებები, სოციოლოგია და კულტურის კვლევები;
  • თავისუფლად ფლობდეს ინგლისურ ენას.
    სამუშაო ენებია: ინგლისური, რუსული და უკრაინული. ლექციები და საკითხავი მასალა იქნება ინგლისურად.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსოთ აპლიკაცია 

აპლიკაციაშივე უნდა დაწეროთ მაქსიმუმ 500 სიტყვიანი სამოტივაციო წერილი – “რატომ არის მნიშვნელოვანი, ჩემთვის საზაფხულო სკოლაში მონაწილობა?” (მიუთითეთ თქვენთვის სასურველი თემა)

აქვე, ესსე თემაზე – „რა მივიღეთ მემკვიდრეობით საბჭოთა ქალაქისგან“? (მაქსიმუმ 500 სიტყვა).

აპლიკაციის შევსება შესაძლებლია ინგლისურ, უკრაინულ და რუსულ ენაზე.

საბუთების შეტანის ბოლო ვადაა 10 მაისი

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ ვებგვერდს.

დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ – i.gubkina@lvivcenter.org

მოამზადა ანი ზანკალიანმა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები