სტუდენტს, ბანკის შეცდომის გამო, სამი მილიონი ჩაერიცხა

აქტუალური

21 წლის სტუდენტს კრისტინ ჯიაკსინს, ბანკში ანგარიშის გახსნის შემდეგ, მოულოდნელად, სამი მილიონი ევრო ჩაერიცხა.

სისტემის გაუმართაობის გამო, ავსტრალიურ ბანკს Westpac-ს შეცდომა მოუვიდა და სტუდენტს თანხა დაურიცხა.

როგორც უცხოურ მედიაში წერენ, იმის ნაცვლად, რომ შეცდომის შესახებ შეეტყობინებინა, გოგონამ თანხის ძვირად ღირებულ ნივთებზე დახარჯვა გადაწყვიტა.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

ირკვევა, რომ 2014-2015 წლებში მან ფული სრულად გახარჯა.

ავსტრალიის ხელისუფლებამ გოგონა სიდნეიში დააკავა, იმ მიზეზით, რომ მან კანონი დაარღვია. თუმცა, გოგონას ადვოკატი აცხადებს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, უბრალოდ, გამოიყენა ოვერდრაფტი, რომელიც ბანკმა შესთავაზა.

ამასთან, გოგონას ბოიფრენდი, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობს, აცხადებს, რომ მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები