6 მარტივი ხერხი რეფერატის/ესეს მოცულობის გასაზრდელად

სასარგებლო რჩევები

უამრავი სტუდენტი წუწუნებს იმაზე, რომ ლექტორმა მას 5, 10, 15 ან 20-გვერდიანი რეფერატის დაწერა დაავალა და იმისთვის რომ გვერდების მინიმალურ რაოდენობას მიაღწიოს, ისეთ თემებზეც წერს ხოლმე, რომელიც უშუალოდ მის დავალებასთან არავითარ კავშირში არ არის (ამის დამსახურებით ხშირად დაბალ შეფასებასაც იმსახურებს).

ცხადია, რაოდენობა ვერასოდეს ჩაანაცვლებს ხარისხს და ამის ყველა მცდელობა კარგი ლექტორისთვის შეუმჩნევლად ვერ ჩაივლის. ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მანამ, სანამ ქვემოთ ჩამოთვლილ მეთოდებს გამოიყენებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი კატასტროფული იქნება. ამასთან, არსებობს რისკი იმასთან დაკავშირებითაც, რომ ყველა ამ მეთოდის გადამეტებულად გამოყენების შემთხვევაში ლექტორმა დაგადანაშაულოთ ინტელექტუალურ სიზარმაცეში. ასევე ისიც უნდა გააცნობიეროთ, რომ თუ ამ მეთოდების პოვნა და წაკითხვა თქვენ შეგიძლიათ, ლექტორებიც შეძლებენ.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

შესაძლოა არსებობს საკითხები, რომელთა ამოწურვაც ლაკონიურად, რამდენიმე წინადადებითაა შესაძლებელი, მაგრამ როცა გვთხოვენ, რომ ის რამდენიმე გვერდზე გადავჭიმოთ და არ ვიცით ეს როგორ გავაკეთოთ, უნდა მივყვეთ ამ მარტივ რჩევებს, რომელიც საქმეს საგრძნობლად გაგვიადვილებს:

  1. პირველ რიგში, კარგი იქნება გააცნობიერო რომ შენმა ლექტორმა მაღალსავარაუდოდ ამ მარტივი ხერხების შესახებ ყველაფერი იცის და მიხვდება კიდეც შენს ეშმაკობას. ფონტის შეცვლა, „სფეისების“ ხშირად გამოყენება, ციტატების დიდი ასოებით ჩაწერა – ყველა ეს ხრიკი მანამდეც არაერთმა სტუდენტმა გამოიყენა, ამიტომ ვერავის გააოცებ. ხოლო ვინაიდან შენი მიზანი რეფერატის მოცულობის გაზრდაა და არა მისი შინაარსის გაუარესება, მარტივ მეთოდებზე უარი თქვი და აქცენტი სწორედ შინაარსზე გააკეთე;
  2.  გამოიყენე დამატებითი ციტატები, რათა გააძლიერო საკუთარი სათქმელი. თუ შენი რეფერატი კარგია, წესით მრავალი ციტატა უნდა იპოვო საკუთარი თეზისის დასადასტურებლად. დარწმუნდი რომ ყოველ არგუმენტთან დაკავშირებით ერთ (ან მეტ) ციტატას ჩაწერ;
  3.  ყოველ ახალ პარაგრაფში, აბზაცსა თუ ახალი იდეიის გადმოცემისას აუცილებლად გამოიყენე მაგალითი. თუ ციტატები გამოგელია, გამოიყენე მაგალითები აზრის განსამტკიცებლად;
  4. დარწმუნდი, რომ ყველა აბზაცში მოიპოვება შესავალი წინადადება. წინადადება, რომელიც ავითარებს სათქმელს და დასკვნითი წინადადება, რომელიც ერთგვარად აჯერებს მთელი აბზაცის სათქმელს;
  5. მოიფიქრე შენი იდეის საწინააღმდეგო არგუმენტებიც და ვრცლად ისაუბრე მათ შესახებ. რა თქმა უნდა, შეიძლება შენი აზრი კარგად დაასაბუთო, მაგრამ არასოდეს გამოტოვო კონტრარგუმენტებიც, რომელიც ოპოზიციურად განწყობილ მკითხველებს მოუვათ თავში. როცა ასეთ არგუმენტებს მიაგნებ, ისაუბრე მათ შესახებ და შენი ესეს მოცულობაც საგრძნობლად გაიზრდება. გარდა მოცულობისა, ეს შინაარსსაც სასიკეთოდ წაადგება და ლექტორს დაანახებს, რომ ყველა შესაძლო სიტუაციაზე იფიქრე, გაიაზრე როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები და თავი მკითხველის პოზიციაშიც ჩააყენე;
  6. ტექსტის მსვლელობისას რამდენჯერმე დაუბრუნდი და აღნიშნე, რომ შენი თეზისი, თეორია, იდეა, საკმაოდ ჩამოყალიბებულია. ძლიერი შესავლის, მტკიცე თეზისისა და ლოგიკური დასკვნის ეტაპები ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორედ ეს მონაკვეთები ახდენს მკითხველზე ყველაზე ძლიერ შთაბეჭდილებას, ამიტომ ნუ მოგერიდება მათი ხაზგასმა, განვითარება, რაც, ბუნებრივია, ტექსტის მოცულობაზეც დადებითად აისახება.

მოამზადა ქეთი ქურციკიძემ

წყარო: http://collegelife.about.com/

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები