უცნაური სტუდენტური ტრადიციები

მხიარული ინფო

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ის ადგილია, რომელიც უმეტესწილად ასოცირდება სერიოზულობასა და სწავლაზე მკაცრ კონცენტრირებასთან, მაგრამ თქვენ გაგიკვირდებათ სინამდვილეში რამდენად სასაცილო და უცნარი ტრადიციები, რიტუალები და ჩვევები აქვს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტს.

  • პოლონეთში მდებარე ვროცლავის უნივერსტეტში დიპლომის მიღების წინა ღამეს სტუდენტები, უძველესი ტრადიციის თანახმად, აცმევენ რამე უცნაურ კოსტუმს უნივერსიტეტის წინ მდგარ მოფარიკავეს სკულპტურას.
  • იელის უნივერსიტეტში გამოცდების ჩაბარებამდე სტუდენტები აწყობენ “დედიშობილა შეჯიბრს” სირბილში.
  • მოსკოვში სესიის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, ბაუმანის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები ტრადიციულად აწყობენ მანქანის ბამპერზე მიბმული ტაშტებით რბოლას.
  • მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის სტუდენტები გამოსაშვები ცერემონიის წინა დღეს საერთო საცხოვრებლების სახურავებიდან ყრიან უსარგებლო ნივთებს, მათ შორის, სახელმძღვანელობს, კონსპექტებს, ტექნიკას და ზოგჯერ ავეჯსაც კი, მთავარია, რაც შეიძლება მეტი ხმაურის გამოწვევა. მიჩნეულია, რომ ეს ტრადიცია გაჩნდა 40 წლის წინ, როდესაც ერთმა სტუდენტმა სახურავიდან პიანინო ჩამოაგო.
  • ჯორჯტაუნის სტუდენტები რამდენიმე წელიწადში ერთხელ აძრობენ Healy Hall-ის კოშკის საათს ისრებს. შემდეგ კი მათ ვატიკანში აგზავნიან. ადგილობრივმა დარაჯებმა კარგად იციან ამ ტრადიციის შესახებ, თუმცა მას ვერაფერს უხერხებენ.
  • როჩესტერის უნივერსიტეტი გაზაფხულის სემესტრის დამთავრებას ტრადიციულად მასიური ბალიშების ჩხუბით ამთავრებს.
  • იაპონიის უნივერსიტეტში ტრადიცია მდგომარეობს Кitkat-ის შოკოლადის გამოცდაზე შეტანაში. სტუდენტები ამას იმიტომ აკეთებენ, რომ იაპონურად სიტყვათშეთანხმება Кitto Кatsu, რომელიც ერითმება შოკოლადის სახელწოდებას, ითარგმნება, როგორც “მე, რა თქმა უნდა, მოვიგებ”.
Studinfo.ge - სტუდენტური ამბები