ვაკანსია სტუდენტებისთვის საზაფხულო ბანაკების ლიდერების პოზიციაზე

დასაქმება

არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი “მზიანი სახლი” აცხადებს ვაკანსიას საზაფხულო ბანაკების ლიდერების პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბორჯომი (დაბა მზეთამზე) და ბათუმი (მწვანე კონცხი)
სამუშაო პერიოდი: ივნისი / ივლისი / აგვისტო
მინიმალური განათლება: სტუდენტი
სამუშაო გამოცდილება: არ არის აუცილებელი
ანაზღაურება: ბანაკის ცალკეულ ნაკადზე (11 სამუშაო დღეში) არანაკლებ ხელზე ასაღები 220 ლარისა
ასაკი: 18 წლიდან

მოთხოვნილი პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

  • როგორც დამოუკიდებლად, ისე, გუნდში მუშაობის უნარი;
  • ენერგიულობა, ენთუზიაზმი და საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ბავშვებთან ჯგუფური და ინდივიდუალური სამუშაოს დაგეგმვა-ჩატარების უნარი;
  • სტრესულ პირობებში გადაწყვეტილებების სწრაფად და ეფექტიანად მიღების უნარი;
  • კონფლიქტების პრევენციის და გადაჭრის უნარი;
  • პოზიტიურობა, ჯანსაღი თვითშეფასება და პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი.

აუცილებელი პირობა: ლიდერების მოსამზადებლად “მზიანი სახლი”, 30 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით პერიოდში ჩაატარებს ერთკვირიან ტრენინგს, რათა მონაწილეებმა განივითარონ ბავშვებთან მუშაობისთვის საჭირო კომპეტენციები და აიმაღლონ კვალიფიკაცია ბანაკის პროგრამულ, ნორმატიულ და ტექნიკურ-საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

კანდიდატთა შერჩევა მოხდება 3 ეტაპად:

  • CV-ების და სამოტივაციო წერილების გადარჩევის შედეგად (27 მაისამდე);
  • ჯგუფური გასაუბრების შედეგების მიხედვით (28-29 მაისს);
  • სავალდებულო ერთკვირიან (30 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით) ტრენინგზე კანდიდატების მიერ გამოვლენილი კომპეტენციების შესაბამისად.

თუკი კანდიდატი გადავა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპზე, მან უნდა გადაიხადოს ლიდერთა მოსამზადებელ ტრენინგში მონაწილეობის საფასური (45 ლარი).

ტრენინგის ყველა მონაწილე მიიღებს სერთიფიკატს.

საბოლოოდ შერჩეულმა ლიდერმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  1. ფოტოსურათი (¾-ზე)
  2. პირადობის მოწმობის ასლი
  3. ჯანმრთელობის ცნობა
  4. ნასამართლობის ცნობა
  5. ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან ან დიპლომის ასლი
  6. ცნობა ნარკოლოგიურიდან

შენიშვნა:

  • მოთხოვნილი საბუთების გადმოგზავნა შესაძლებელია ელექტრონულადაც;
  • თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კანდიდატი ვერ მიიღებს ტრენინგში მონაწილეობას.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი გადმოაგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე info@mziani.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 27 მაისი, 2016

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები