Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

21 მაისს საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში შესვლა უფასო იქნება

21 მაისს საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში შესვლა უფასო იქნება
May 17
10:58 2016

18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში, მთელი კვირის მანძილზე, მრავალფეროვანი ღონისძიებები – გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები და კულტურული აქციები გაიმართება.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 21 მაისს, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში აქცია – „ღამე მუზეუმში“ მოეწყობა (შესვლა უფასოა).

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

დამთვალიერებლებისთვის მუზეუმები ღამის 1 საათამდე იქნება ღია – ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება. მანამდე კი, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, თბილისის სხვადასხვა უბანს სლოგანით „მოდი ღამე მუზეუმში“ მოხატავენ და დამთვალიერებლებს მუზეუმებში მისვლისკენ მოუწოდებენ.

18 მაისს, საქართველოს ყველა მუზეუმში ღია კარის დღე გამოცხადდება, სადაც ყველა მსურველისთვის შესვლა უფასო იქნება!

21 მაისს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ მუზეუმებში დაგეგმილი ღონისძიებების კალენდარი

21 მაისს სხვადასხვა მუზეუმებში დაგეგმილი ღონისძიებების კალენდარი

658 ნახვა
Tags
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში