26-29 მაისს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

აქტუალური

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 26-29 მაისს გიწვევთ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც წელს მეთვრამეტედ გაიმართება.

ფესტივალი, ტრადიციულად, ჩატარდება „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, ყოველდღე 11:00-დან 20:00-მდე.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართება 26 მაისს, 13:00-ზე, მე-11 პავილიონის მთავარ სცენაზე.

იხილეთ წლევანდელ ფესტივალში მონაწილე გამომცემლების, გამავრცელებლების, წიგნის მაღაზიების, უნივერსიტეტების, საელჩოების, საერთაშორისო, საჯარო და სხვა ტიპის ორგანიზაციების სია:

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

1. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო
2. არმარიუმი
3. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
4. ბუქ სითი
5. ბუქკაფე
6. გამომცემლობა “აგორა”
7. გამომცემლობა “არეტე” პარნასი ჯგუფი
8. გამომცემლობა “არტანუჯი”
9. გამომცემლობა “ბაკმი”
10. გამომცემლობა “გორგა”
11. გამომცემლობა “დიოგენე”
12. გამომცემლობა “ზებრა გრუპ”
13. “ინტელექტი”
14. გამომცემლობა “კალმოსანი”
15. გამომცემლობა “კლიო”
16. გამომცემლობა “მერიდიანი”
17. გამომცემლობა “ნაკადული”
18. გამომცემლობა “ოჩოპინტრე”
19. გამომცემლობა “პალიტრა L”
20. გამომცემლობა “პეგასი”
21. გამომცემლობა “პოეზია”
22. გამომცემლობა “საქწიგნი”
23. გამომცემლობა “სეზანი”
24. გამომცემლობა “ქართული ბიოგრაფიული ცენტრი”
25. გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”
26. გამომცემლობა “წიგნი+ერი”
27. გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი
28. ელექტრონული წიგნების სახლი “საბა”
29. ელფის გამომცემლობა
30. ერუდიტი
31. თავისუფალი უნივერსიტეტი
32. თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის განვითარების ფონდი
33. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
34. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
35. ინგლისური წიგნების მაღაზია “პროსპერო”
36. ინგლისური წიგნი საქართველოში
37. იუჯი წიგნები
38. კონფუცის ცენტრი
39. ლიკო + გამომცემლობა ქართული
40. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი
41. პენსილვანიის (აშშ) საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების ფილიალი საქართველოში
42. პრემიერი 2015
43. საბავშვო გამომცემლობა “დილა”
44. სადისტრიბუციო კომპანია “ირიათონი”
45. სადისტრიბუციო კომპანია “ირინა დენეიკინა”
46. საერთაშორისო სახლი
47. საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd)
48. საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაცია
49. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
50. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
51. საქართველოს საბიბილოთეკო ასოციაცია
52. საქართველოს უნივერსიტეტი
53. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი
54. ქარჩხაძის გამომცემლობა
55. წიგნების მაღაზიათა ქსელი “ბიბლუსი”
56. წიგნის მაღაზია “წიგნები ვაკეში”
57. წიგნის სამყარო
58. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ფილიალი

ფესტივალის მთავარი სცენა ოთხი დღის განმავლობაში მუდმივად დატვირთული იქნება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებით. დეტალური პროგრამა მოგვიანებით გამოქვეყნდება. სპეციალური პროგრამა გელოდებათ ფესტივალის საბავშვო კუთხეშიც.

ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი. ფესტივალი იმართება პროგრამა “check in Georgia”-ს ფარგლებში.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები