თსუ-ში თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აირჩიეს

აქტუალური

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. თვითმმართველობის წევრი ბახვა კვირიკაშვილი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დელეგატთა 18 მაისს საერთო კრებაზე აირჩიეს. იგი ამ თანამდებობაზე არაუმეტეს ექვსი თვის ვადითაა არჩეული.

როგორც ბახვა კვირიკაშვილმა ,,სტუდენტურ ამბებს” განუცხადა, მოვალეობის შემსრულებლის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც თვითმმართველობის პრეზიდენტმა და ვიცეპრეზიდენტებმა თანამდებობები დატოვეს.

თავად თვითმმართველობის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტმა შალვა საბაურმა ,,სტუდენტურ ამბებთან” საუბრისას აღნიშნა, რომ მან დადო პირობა თანამდებობიდან გადადგომის პირობა, იმ შემთხვევაში თუ თსუ-ის ყოფილი რექტორი ვლადიმერ პაპავა რექტორის პოსტს დატოვებდა. საბაურის თქმით, ტექნიკური დეტალების მოგვარების შემდეგ მან ეს პირობა შეასრულა.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

გარდა ამისა, შალვა საბაურის განმარტებით, მას თვითმმართველობის პრეზიდენტად ყოფნის ორწლიანი ვადა ამოეწურა და მისი ხელოვნურად გახანგრძლივება არ ისურვა. მისივე თქმით, მან არ დაარღვია თანამდებობის დროულად დატოვების ტრადიცია, რომელიც მისმა წინამორბედებმა დაამკიდრეს.

შეგახსენებთ რომ თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა და ვიცეპრეზიდენტებმა, პაატა ბახტურიძემ და თორნიკე ცინაძემ, თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადება გუშინ გააკეთეს. დღეიდან კი თსუ-ს თვითმმართველობას ბახვა კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს.

რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ის მაისის თვეში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა არაუმეტეს 6 თვის ვადით გადაიდო.

თსუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტები თანამდებობებს ტოვებენ

ავტორი: ქეთი გიგოლაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები