,,ქართულ და თურქულ უნივერსიტეტებში სწავლების მეთოდებს საერთო არაფერი აქვს”, – შმაგი ბერუაშვილი

სტუდენტური სახე

მისი სახელი და გვარი ბევრისთვისაა ნაცნობი. მიუხედავად იმისა, რომ დამწყები ჟურნალისტია, უკვე ბევრს მიაღწია და საქართველოს ფარგლებსაც გასცდა. შმაგი ბერუაშვილი გორის სასწავლო უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტია და ამჟამად თურქეთის ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს.

რა საერთო აქვს და რითი განსხვავდება ქართული და თურქული სტუდენტური ცხოვრება, ასევე უნივერსიტეტში სწავლის მეთოდები და დასაქმების პერსპექტივები, ამ და სხვა თემებზე თავად შმაგი გვესაუბრება.

გამარჯობა შმაგი, მიხარია რომ არ დაიზარე და დამთანმხდი ინტერვიუს ჩაწერაზე.

13242220_1038747356194125_981633658_oგამარჯობა, მეც მიხარია, ჩემგან ინტერვიუს აღება რომ გადაწყვიტე, როგორც წესი კორესპონდენტი მე ვარ ხოლმე, ეს ცოტა უჩვეულო ამპლუაა.

დამწყები ჟურნალისტი ხარ და უკვე სკანდალებში გაეხვიე, ასეთ ნაბიჯებს სპეციალურად, პოპულარულობის გამო ხომ არ დგამ?

პროფესია მაქვს ისეთი რომ უნდა გააშუქო ის, რაც იწერება, მიუხედავად იმისა ეს მოეწონება თუ არა რომელიმე სელებრითს. რამდენჯერმე გადავურჩი ნინა წკრიალაშვილს, რომ არ ეჩივლა სასამართლოში, თუმცაღა პროცესს მოვიგებდი. პოპულალურობა რომ მინდოდეს მარტივია საქართველოში და ეს არ გამიჭირდებოდა. არა ისე, სულ ინტრიგებზე ვფიქრობ. მართლა ვერავინ შემედრება ამბების შეთხზვაში.

პატარა ქალაქიდან ხარ, რას ნიშნავს შენთვის ცხოვრობდე გორში?

,,პატარა გორი დიდია’’…  ქალაქი, რომელშიც სიამოვნებით ვცხოვრობდი, წყნარი, ისტორიული და კეთილი, სხვა რამ არის საჭირო?

მოდი შენი ცხოვრების ამჟამინდელ ეტაპზე მოგვიყევი. როგორც ვიცი, ამჟამად თურქეთში ხარ და სწავლობ.

დიახ. ამჟამად İstanbul Şehir Üniversitesi Şehir Araştırmaları Merkezi-ის სტუდენტი ვარ. ჩემი აქ ჩამოსვლის მთავარი მიზანი საკუთარი საქმის უკეთ სწავლა და გააზრებაა. გამიმართლა და ერთ-ერთი ორგანიზაციის კონკურსის გამარჯვებული გავხდი, რომელმაც იზრუნა ჩემს სამომავლო გეგმებზე.

რა საერთოსა და განსხვავებებს ხედავ ქართულ და თურქულ უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო პროცესებს შორის?

სიმართლე გითხრათ, ჩვენსა და აქაურ სწავლებას შორის საერთო არც არაფერია. მანდ შუა საუკუნის ჟურნალისტიკას მასწავლიდნენ, რომელიც კაცმა არ იცის რაში უნდა გამოვიყენო. აქ კი გავიგე რას ნიშნავს თანამედროვე ჟურნალისტიკა. ყვითელ პრესას დღევანდელი სელებრითების მაგალითზე გვიხილავენ და თითოეულ ლექციას პრაქტიკა მოყვება.

როგორია სტუდენტური ცხოვრება სტამბოლში?

სტუდენტური ცხოვრება აქ მთლად დასახარბი ვერაა, რადგან მუსულმანური ქვეყანაა და ბევრი რამ გვეკრძალება, მით უმეტეს სხვა ქვეყნიდან ჩამოსულს. თუმცა ვცდილობ ავხსნა რომ კლუბში წასვლა ცუდი არაა და ამის გამო პრობლემებიც თან მდევს.

რა სტუდენტურ პრობლემებს ხვდები შენს ამჟამინდელ უნივერსიტეტში და რამდენად ჰგავს ის ქართველი სტუდენტების პრობლემებს?

პირველ რიგში საქართველოს უნივერსიტეტებში 13245947_1038747426194118_1442336248_nსტუდენტის პრობლემას სიტყვის თავისუფლება წარმოადგენს, აქ კი სტუდენტი წყვეტს ლექციების ხანგრძლივობას, ჩატარების დროსა და ლექტორების არჩევას. ძალიან მომწონს აქაური სტუდენტური ძალა. მათ შეუძლიათ პროტესტი გამოხატონ ყველაფერზე, რაც არ მოსწონთ. ჩვენთან ეს შეუძლებელია. მეორე ფაქტორი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხშირად საქართველოში სტუდენტები ბიბლიოთეკაში არსებულ პრობლემებს ვაწყდებით. ვგულისხმობ ლიტერატურის და საჭირო საგნების არ არსებობას. აქ კი ამ მხრივ განებივრებული ვარ და ვცდილობ რამდენიმეთვიანი აქ ყოფნის დრო ზუსტად ბიბლიოთეკაში დავხარჯო.

როგორია შენი ერთი სამუშაო დღე?

ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე არის ძალიან დამღლელი. ლექციები 9 საათზე იწყება და საღამოს 7 საათამდე გრძელდება. გაუთავებელი მეცადინეობები და პრაქტიკებია. დღის ბოლოს სხვადასხვა კომპანიაში დავდივართ, მიღებული ცოდნა პრაქტიკით კიდევ ერთხელ რომ გავამყაროთ.

თუ ხვდები სხვა ქართველ სტუდენტებს?

ორგანიზაცია მთავაზობდა სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს, თუმცა მე ქართველ ემიგრანტებთან ცხოვრება ვარჩიე და არც ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას. აქ პატარა საქართველოა.

რა არის შენი, როგორც ჟურნალისტის პროფესიული მაქსიმუმი?

სიმართლე გითხრა, არასდროს მიფიქრია მაგ მაქსიმუმზე. უფრო მგონია, რომ არ იქნებოდა სწორი რაიმე მაქსიმუმის დასახვა. მუდმივი განვითარება და წინსვლაა საჭირო. შეგიძლია, რაღაც გარკვეული მიზანი დაისახო და რომ მიაღწევ შემდეგ იმის იქით, რა? მუდმივად უნდა განვითარდე, წინ იარო. უფრო სწორი იქნება თუ პროფესიულ მინიმუმს დაისახავ და შეგიძლია ეს იყოს ის, რომ რაც შეიძლება დიდი ნდობითა და პატივისცემით სარგებლობდე საზოგადოებაში, როგორც პროფესიონალი ჟურნალისტი. თუმცა ამისთვის მე ბევრი მიკლია.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

მას შემდეგ რაც დაიწყე პრაქტიკულ დონეზე საქმიანობა, როგორც ჟურნალისტმა, როგორ შეიცვალა შენი შეხედულებები და ზოგადად შენი ცხოვრება?

ეს ძალიან საინტერესო ეტაპი იყო ჩემს ცხოვრებაში. ყველამ ვიცით, რომ თეორია ხშირად არ მართლდება პრაქტიკაში, შეიძლება ითქვას, რომ ჟურნალისტის საქმიანობაში ყველაფერი კიდევ უფრო უარესადაა. როდესაც უნივერსიტეტში ნასწავლი ეთიკისა და სხვა სასარგებლო ხერხების რეალობაში გამოყენების მომენტი დადგა, მე გაოცებული დავრჩი. ისინი არ მუშაობენ… დამიჯერეთ, ამას გულისტკივილით ვამბობ. ქართული ჟურნალისტიკის დონეზე ჯერ საუბარი არ მინდა, მაგრამ ერთი შეიძლება ითქვას, რომ აქ შენი ეთიკა და ზრდილობა არავის სჭირდება. უნდა იყო უხეში, მოურიდებელი, შეიძლება ითქვას თავხედიც კი, რომ რაღაც პროფესიულ წინსვლას მიაღწიო. მე ამას მივხვდი და ეს პერიოდი ჩემს ცხოვრებაში “ვარდისფერი სათვალის” მოხსნას უფრო გავდა. ერთხელ სამონტაჟოში ჩემზე უფროს ჟურნალისტს ვუთხარი, არ შეიძლება რესპონდენტის ფარულად გადაღება-მეთქი და იქ ისეთი სიცილი ატყდა, ვერ წარმოიდგენთ… მოკლედ, იმის თქმა მინდა, ჟურნალისტიკაში პრაქტიკა და თეორია სხვადასხვა ვექტორით მოძრაობს. შემდეგ კიდევ ამ ყველაფერს ეჩვევი და თავადაც აღარ გაწუხებს რომელიღაც წიგნში დაწერილი, რომელიღაც წესის დარღვევა.

ანუ, შენ ამბობ რომ ჟურნალისტი რეალურად 13262530_1038747386194122_391639172_oმხოლოდ პრაქტიკის შედეგად ყალიბდება პროფესიონალად?

გააჩნია პროფესიონალს რას ვუწოდებთ. ჩემი აზრით, დღევანდელი “წარმატებული” ჟურნალისტები სულაც არ არიან პროფესიონალები. მაგრამ დღეს ამ დონეზე ვართ ჩვენ. ალბათ, საზოგადოებაშიც არ არის სიმართლის მოთხოვნილება, მათ ურჩევნიათ დასკვნები ტელევიზორებიდან ისმინონ, ვიდრე თვითონ დაფიქრდნენ, რა არის კარგი და რა ცუდი. საერთოდ, ჟურნალისტის მაღალი პროფესიული სტანდარტები, პირველ რიგში, თვითონ საზოგადოებამ უნდა დააწესოს, უნდა მოითხოვოს:”იცი რა, არ მინდა მე თქვენი ყურით მოთრეული ამბები, ჟურნალისტი გქვია, კეთილი ინებე და მომაწოდე ფაქტები ისე, როგორც მოხდა და არა ისე როგორც ეს შენ დაინახე” – ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი და სინამდვილეში კი ისე ხდება, რომ ჟურნალისტები თავად წყვეტენ რა მიაწოდონ საზოგადებას. სულ მინიმუმ ეს უსინდისო საქციელი მაინცაა. პროფესიონალობას თუ განვსაზღვრავთ, ჩემი აზრით, საზოგადოების მომთხოვნმა მიდგომამ უნდა გაქციოს პროფესიონალად და არა რედაქტორების, უფროსებისა და იმ პოლიტიკოსების მორჩილებამ, რომლებიც “კანფეტს” მოგცემენ მათთვის სასურველი ინფორმაციის გავრცელებისა და ინტერპრეტაციების სანაცვლოდ.

როგორ ფიქრობ, შენ როგორც დამწყებ ჟურნალისტს, რამდენად გემუქრება საფრთხე, რომ გახდე იმ “კანფეტის” მომხმარებელი, რომელსაც ახლა შეეხე.

როგორც დამწყები, მაინც, ვფიქრობ, რომ არ გავხდები პოლიტიკური მანიპულაციების კიდევ ერთი სათამაშო ჟურნალისტი. ყოველ შემთხვევაში, ამის არანაირი სურვილი არ მაქვს, ეს პირდაპირ წარმოადგენს პრინციპებზე გადაბიჯებას. თუმცა როგორც ასეთი, დღეს თუ გინდა სამუშაო გქონდეს, სულ ოდნავ მაინც უნდა იყო “ვიღაცისტი” – ესაა დამწყები რეპორტიორის რეალობა და სირთულეც, სამწუხაროდ. როდესაც “ჩაინიკი” ხარ და რედაქტორთან “აშიშინდები”, საქართველოში ძალიან იოლად გაგაჩუმებენ. დაგითხოვენ ზუსტად ისე, როგორც მიგიღეს, იმიტომ რომ შენს უკან კიდევ 10 ადამიანი მაინცაა ისეთი, ვინც ჩუმად ყოფნას სიამოვნებით დათანხმდება, სამუშაოს სანაცვლოდ. სახელმწიფოშია ასეთი სიტუაცია, რომ ძალაუნებურად ხდები ვიღაცის ნების მორჩილი იმიტომ, რომ იარესებო.

სამომავლო გეგმებზე რას გვეტყოდი?

მაქვს შემოთავაზებები ერთ-ერთი სტუდიიდან, გადაწყვეტილება ჩემზეა. ველოდები პასუხს რამდენიმე კასტინგიდანაც. ვნახოთ რა იქნება. სულ რომ არაფერი, აქაურმა პრაქტიკებმა მომცა შესაძლებლობა, რომ თამამად ვთქვა, მომავალში ვიქნები ერთ-ერთი პირველი, რომელიც პირველი გააშუქებს ამბებს, იქნება დამოუკიდებელი და დაეყრდნობა მხოლოდდამხოლოდ, რეალურ მოვლენებს.

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები