სასწავლო სტიპენდიები ქართველი სტუდენტებისთვის ეგვიპტეში

გაცვლითი პროგრამები

ეგვიპტის უმაღლესი განათლების სამინისტრო ქართველ სტუდენტებს სთავაზობს სტიპენდიებს კაიროში არაბული ენის შესასწავლად.

სულ 2016-2017 აკადემიური წლისთვის ხელმისაწვდომია 7 სტიპენდია.

სტიპენდია ფარავს სწავლის და ადმინისტრაციულ ხარჯებს. ამას გარდა სტუდენტს გადაეცემა სტიპენდია 255 ეგვიპტური ფუნტის ოდენობით ყოველთვე.\

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯები სტუდენტმა თავად უნდა დაფაროს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ენის დამწყებ, ისე მაღალ დონეზე შესწავლის მსურველებს.

მსურველებმა დანართში მითითებულ დოკუმენტაციასთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უნდა წარადგინოს:

  • რეკომენდაცია
  • ნიშნების ფურცელი – (GPA – ინდექსი)
  • CV

საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 8 ივნისი.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ განათლების სამინისტროს ნომერზე 2 200 220 (11 31)

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები