Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

განათლების სამინისტრო უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტს უახლოეს დღეებში წარადგენს

განათლების სამინისტრო უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტს უახლოეს დღეებში წარადგენს
May 27
16:32 2016

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  უმღლესი განათლების შესახებ კანონპროექტის სამუშაო ვერსიას დაინტერესებულ მხარეებს უახლოეს დღეებში (ორშაბათს ან სამშაბათს) გადაუგზავნის. ამის შესახებ თამარ სანიკიძემ დღეს განათლების სამინისტროში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის რექტორებისა და სტუდენტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი განხილვა მოიცავდა სამ ძირითად საკითხს, საფაკულტეტო საბჭოებში სტუდენტთა პირდაპირი წესით არჩევნებს, რექტორისა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესის დარეგულირებასა და, ყველაზე მთავარი, სტუდენტურ თვითმმართველობასთან დაკავშირებულ საკითხს.

“დღეს შევაჯერეთ პოზიციები და პრინციპი, რომელზეც შევთანხმდით. ეს არის კანონში გარდამავალი დებულების ისეთი ჩანაწერის გაკეთება, რომელიც მოგვცემდა საშუალებას მოდელებზე გვემსჯელა, მანამდე კი სანამ გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული თვითმმართველობის მოქმედი ხელმძღვანელები მოვალეობებს შეასრულებდნენ”,- განაცხადა სანიკიძემ.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

დღეს გამართულ შეხვედრას თსუ-ის თვითმმართველობის ყოფილი პრეზიდენტი შალვა საბაურიც ესწრებოდა, რომელმაც შეხვედრა სიტყვით გამოსვლის შემდეგ პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც მან აღნიშნა, განათლების სამინისტროს თვითმმართველობის გაუქმება სურს და დღეს სწორედ ამის პრეზენტაცია ჩატარდა.

რაც შეეხება ,,აუდიტორია 115”-ს, ისინი შეხვედრას პროტესტის ნიშნად არ დასწრებიან.

აუდიტორია 115-ის წევრებმა თსუ-ის თვითმმართველობის კაბინეტები დაიკავეს

ავტორი: ქეთი გიგოლაშვილი

33 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში