Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

რატომ სძულთ ლექტორებს სტუდენტები – კვლევის შედეგები

რატომ სძულთ ლექტორებს სტუდენტები – კვლევის შედეგები
May 27
17:26 2016

სიტყვა „სიძულვილი“ ბევრს შეიძლება გადაჭარბებულ შეფასებად მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტია, არსებობენ ლექტორები, რომლებსაც აშკარად გამოხატული ანტიპათია ახასიათებთ სტუდენტების მიმართ. ალბათ, ყველას შეგხვედრიათ ასეთი ტიპები და, ბუნებრივია, მათ ლექციაზე დასწრება, მათი სარკასტული შენიშნვები და აგდებული დამოკიდებულება, დაუმსახურებელი გულისწყრომა და გადამეტებული კრიტიკა სასიამოვნო მოსასმენი არ არის. ასეთი ლექტორები ხშირად საკუთარი საქმის პროფესიონალები არიან, ნამდვილად იციან საგანი, რომელსაც ასწავლიან, მაგრამ ეს ხომ არ არის გადამწყვეტი? რატომ უნდა ასწავლო უნივერსიტეტში, თუკი სტუდენტები გაღიზიანებს და მათდამი ნეგატიური დამოკიდებულება გაქვს, მათი ატანა არ შეგიძლია?

მსგავსი პრობლემა მხოლოდ ქართულ უნივერსიტეტებში არ არსებობს. ოქსფორდის უნივერსიტეტის სოციოლოგიის კურსის სტუდენტებმა დიდი ხნის წინათ გადაწყვიტეს ამ საკითხის შესწავლა: რა იწვევს ლექტორებში სტუდენტების სიძულვილს? რატომ უყალიბდებათ მათ ნეგატიური დამოკიდებულება სტუდენტებთან პირველივე კონტაქტის დამყარებისთანავე?

სწორედ ამ ძირითად საკითხებს შეეხებოდა ოქსფორდელი სტუდენტების მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის ფარგლებში სპეციალურად იქნა სამიზნე ობიექტებად შერჩეული ის ლექტორები, რომლებიც შემჩნეულნი იყვნენ სტუდენტებისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებაში. მკვლევარმა სტუდენტებმა სცადეს მათ ანტიპათიის გამომწვევი მიზეზების დადგენა და შესაბამისი შეკითხვებიც დაუსვეს ამ ლექტორებს.

კვლევის შედეგად ლექტორებმა დაასახელეს სხვადასხვა სახის მიზეზებიი, რომელიც ვარირებს მათი პირადი სტანდარტების დარღვევიდან სტუდენტის მკვეთრად გამოხატულ აგრესიულ ქცევამდე.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

განვიხილოთ რამდენიმე პასუხი, რომელიც, ასე თუ ისე, განზოგადების საშუალებას იძლევა და შესაძლოა ყველა სიტუაციას მეტ-ნაკლებად მოერგოს:

ლექტორი № 1: ხშირად თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ, როცა ვხედავ, რომ სტუდენტები ჩემს კურსს არაფრად აგდებენ, არ იზიარებენ იმ მოთხოვნებსა და სტანდარტებს, რომლებსაც მე ვუწესებ. არიან ისეთებიც, რომლებსაც აქვთ პოტენციალი, მაგრამ თავსაც არ იწუხებენ მის გამოსაყენებლად. სხვათა შორის, ხშირადაა ისეთი შემთხვევები, რომ სტუდენტები სიძულვილს გვაბრალებენ მაშინ, როცა უბრალოდ ვცდილობთ მათ ობიექტურად შეფასებას იმ ნიშნით, რომელსაც ნამდვილად იმსახურებენ.

ლექტორი № 2: საშინლად მაღიზიანებს, როცა ჩემს ლექციაზე სტუდენტი გაუჩერებლად ეჩურჩულება გვერდით მჯდომს ან მობილურში Angry Birds-ს თამაშობს. ეს ძალიან ხშირად ხდება და მიშლის ხელს ნორმალურად წარვმართო ლექცია. ასეთი სტუდენტებისადმი დადებითი დამოკიდებულების შენარჩუნება თითქმის შეუძლებელია, ისინი ჩემს დროსა და ენერგიას ჩემთვის არასასურველი გზით მახარჯინებენ.

ლექტორი № 3: ყოფილა შემთხვევები, როცა კონკრეტული სტუდენტი ძალიან ჰგავდა ისეთ ადამიანს, რომელთანაც ცუდი მოგონებები მაკავშირებს. იქნება ეს ქცევა თუ გარეგნობა, ხშირად ძალიან ნეგატიურად მოქმედებს და ვერ ვახერხებ ასეთი სტუდენტის მიმართ კეთილგანწყობილი ვიყო.

ლექტორი № 4: სტუდენტებს ავიწყდებათ, რომ ლექტორებიც ადამიანები არიან, ჩვენც შეიძლება ცუდი დღე გვქონდეს და თუნდაც დილით, როცა ლექცია ცხრა საათზეა დანიშნული, ხშირად ჩვენც გამოუძინებლები ვართ, ამიტომ ადვილად შეიძლება გავღიზიანდეთ უადგილო შეკითხვით, ჩაძიებით, უყურადღებობით და ასე შემდეგ. მაგრამ ანგარიშს ამ მხრივ თითქმის არც ერთი სტუდენტი არ გვიწევს.

კვლევაში მონაწილეობა გაცილებით მეტმა ლექტორმა მიიღო, მაგრამ მათი მოსაზრებები მეტ-ნაკლებად ერთმანეთს დაემთხვა, კვლევის შეჯამებისას კი სტუდენტებმა სწორედ ამ ოთხი პასუხის გამოყოფა გადაწყვიტეს რომელიც, მათი აზრით, აუდიტორიებში ყველაზე ხშირ შემთხვევას წარმოადგენს.

რა თქმა უნდა, არსებობს სხვა, არარაციონალური მიზეზებიც, რომელთა შემთხვევაშიც ლექტორთა დამოკიდებულების შეცვლა სავარაუდოდ შეუძლებელია, მაგრამ ზემოთ დასახელებული მიზეზები სტუდენტების ნაკლოვანებებსაც შეეხება, ამიტომ ამ ნაკლოვანებების გამოსწორებით ლექტორთა ნეგატიური მიდგომის გამოსწორებაც შეიძლება.

წყარო: psychologytoday.com

ავტორი: ქეთი ქურციკიძე

2,528 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში