ლიტვის მთავრობის სასწავლო სტიპენდიები ქართველი სტუდენტებისთვის

გაცვლითი პროგრამები

ლიტვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებისთვის აწესებს ლიტვის სახელმწიფო სტიპენდიებს სამაგისტრო პროგრამებზე.

ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს 380 ევროს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში. სწავლის საფასურს სრულად ფარავს სახელმწიფო სტიპენდიის პროგრამა.

მოთხოვნები:

  • აპლიკანტს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი;
  • აპლიკანტს უნდა ჰქონდეს ოფიციალური ჩარიცხვის ცნობა სრულ სამაგისტრო პროგრამაზე ლიტვის რომელიმე უმაღლესი სასწავლებლიდან.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის (კაუნასი, ლიტვა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტი გთავაზობთ 2 ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას:

  1. მოლეკულური ბიოლოგია და ბიოტექნოლოგია;
  2. ენერგეტიკა და გარემო.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა განაცხადი უნდა შეავსონ ელექტრონულად.

დეტალური ინფორმაცია სააპლიკაციო პროცედურებისა და დოკუმენტაციის შესახებ იხილეთ ბმულზე.

განაცხადის მიღების საბოლოო ვადაა: 2016 წლის 10 ივლისი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები