Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის

ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის
May 29
11:08 2016

სამედიცინო ცენტრი “მრჩეველი” ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში. “მრჩეველი” ფლობს სატელიტ ლაბორატორიას ერევანში, კურიერულ სამსახურს ქუთაისში; ასევე ფილიალებს მარნეულსა და ბათუმში. “მრჩეველი – ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი” პირველი ქართული ლაბორატორიაა, რომელმაც ანალიზების გაგზავნა დაიწყო ევროპაში. “მრჩეველი” უკვე 14 წელია ჩართულია ლაბორატორიული მედიცინის განვითარებაში და გერმანელ პარტნიორებთან ერთად ნერგავს ხარისხზე, სიზუსტესა და პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურებას (http://www.mrcheveli.com).

სამედიცინო ცენტრი “მრჩეველი – ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი” აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას მარკეტინგის დეპარტამენტში.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

სამუშაო განაკვეთი: თავისუფალი

მოვალეობები:

  • კონკრეტულ პროექტებში მონაწილეობის მიღება;
  • სოციალური ქსელისთვის მასალების თარგმნა.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება/შესაძლებელია სტუდენტი;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • კრეატიულობა.

ვაკანსიით დაინტერესებული აპლიკანტები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@mrcheveli.com 2016 წლის 16 ივნისის ჩათვლით. სამედიცინო ცენტრი “მრჩეველი – ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი” მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

1,567 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში