მართალია, რომ ჯგუფური მუშაობა გვეხმარება სწავლაში?

საინტერესო ფაქტები

უნივერსიტეტში ყოფნისას გამორიცხულია რაიმე დავალებისა თუ პროექტის ჯგუფში შესრულება არ მოგიწიოთ. ზოგი სტუდენტი ენთუზიაზმით ეკიდება ჯგუფურ სამუშაოს, ზოგი კი პირიქით ეჭვითა და ერთგვარი შიშით უყურებს მსგავსს პროცესს.

მაგრამ მართლაც ზრდის კოლაბორაცია პროდუქტულობას? თითქმის ყოველთვის, როდესაც საკითხი ადამიანებს ეხება, ზუსტი პასუხის გაცემა ჭირს, ამიტომაც უპრიანა პასუხის გაცემის მიზნით პლუსებისა და მინუსების დეტალურად განხილვა.

მოტივაცია
ადამიანები თავისი ბუნებიდან გამომდინარე, სოციალური არსებები არიან. ნევროლოგიურ დონეზე ჩვენს თავს ჯგუფის წევრებად ვხედავთ და გვეშინია სხვისი მხრიდან განსჯის. გუნდის წევრობა შანსია იყო შემჩნეული და დაფასებული, მოიპოვო ერთგვარი სტატუსი წევრებს შორის, რაც უდავოდ ზრდის მოტივაციას.
შესრულება
ზოგი კვლევის თანახმად ჯგუფში განხილული საკითხები და კოლეგებისა და მეგობრების მიერ მოთხრობილი ინფორმაცია ბევრად უკეთ ამახსოვრება ადამიანს, ვიდრე ის, რომელიც ინდივიდუალურად ლექციაზე ჩათვლემის სურვილთან ბრძოლისას არის გაგონილი.

შრომის დანაწილება
ჯგუფური დავალებების გაკეთებისას ყველას შეუძლია სწორედ იმ საკითხზე კონცენტრირება, რომელშიც თითოეული კარგად ერკვევა (პრეზენტირება, ანალიზი, კვლევა დ.ა.შ ) ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებსაც კონკრეტულ საკითხში მეტი გაეგებათ გააუმჯობესებს თქვენს ცოდნას და დაგეხმარებათ ახალ სფეროს ათვისებაში.

ახალი მეგობრები
ყველაზე ხშირად, ლექტორი ჯგუფებს თავად ანაწილებს, ეს, ბუნებრივია, ახალ ადამიანებთან კონტაქტის აუცილებლობას გულისხმობს. როგორც ინტროვერტებისთვის ასევე ექსტროვერტებისთვის ეს შეიძლება კარგი გამოცდილება იყოს. ახალ უნარებთან ერთად ჯგუფური სამუშაო ახალი მეგობრების შეძენის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაცაა. უფრო მარტივია სწავლა, როდესაც პროცესი დაკავშირებულია სასიამოვნო შეგრძნებებთან, ასევე ემოციური კავშირი სამუშაოს სტიმულირებასა და გამარტივებას უწყობს ხელს.

ჯგუფის პოლარიზაცია
უამრავმა კვლევამ განიხილა ჯგუფის პოლარიზაციის ეფექტი. ეს გულისხმობს,რომ გუნდის გადაწყვეტილებები უფრო ექსრემალურია ჯგუფური მუშობისას. შინაგანი მისწრაფება ჰარმონიისკენ უბიძგებს ადამინებს მიიღონ უფრო სარისკო გადაწვეტილებები,ვიდრე ინდივიდულური მუშაობისას.

სოციალური უსაქმურობა
შესაძლოა თქვენ იყოთ ძალიან მშრომელი ადამიანი, მაგრამ არსებობს ტენდენცია, რომ ჯგუფური მუშაობისას ნებისმიერი ინდივიდი ნაკლებ ძალისხმევას დებს საქმეში. თუ თქვენი მუშაობა არ იქნება შემჩნეული და დაფასებული რატომ უნდა ეცადოთ? ფიქრი იმაზე, რომ სხვას შეუძლია შენი შრომა მიითვისოს, ამცირებს ძლისხმევას.

ინფორმაციული გავლენა
ჯგუფურმა მუშაობამ შეიძლება თქვენი ცოდნა გაზარდოს, მაგრამ არ არსებობს გარანტია,რომ ეს ინფორმაცია სწორი იქნება. “თუ ყველა გეუბნება, რომ ვირი ხარ ყროყინი უნდა დაიწყო”, ამ შემთხვევაში თქვენ თქვენსავე ცოდნას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებთ. თუ გუნდის ყველა წევრი გარკვეულ მცდარ დასკვნამდე მივიდა, მას შეუძლია თქვენი პირადი სწორის გადაფარვა, რაც ინდივიდუალური მუშაობისას არ მოხდებოდა.

ტრივიალური საკითხები
ოდესმე ყოფილხართ ჯგუფში სადაც ძალიან დიდი დრო იხარჯება უმნიშვნელო საკითხებზე? რა ფერის უნდა იყოს სლაიდები, ვინ დაიწყებს დ.ა.შ ამ მოვლენას ეწოდა პარკინსონის ტრივიალური კანონი, როდესაც ჯგუფები ბევრათ მეტ დროს მარტივ და უმნიშვნელო საკითხებს უთმობენ, ვიდრე რთულსა და მნიშვნელოვანს.

ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია თუ როგორ მოქმედებს ჯგუფური მუშაობა სწავლის პროცესზე. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია ადამიანებზე, რომლებთან ერთადაც მუშობთ და სხვა ფაქტორებზეც, თუმცა არ არსებობს დაწესებულება და ორგანიზაცია, სადაც ჯგუფური მუშაობის კარგად განვითარებულ უნარს არ აქცევენ ყურადღებას.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები