ირანში სტუდენტებს გამოსაშვებ წვეულებაზე დასწრებისთვის გაროზგვა მიუსაჯეს

აქტუალური

ირანში, თეირანთან ახლოს, 30-ზე მეტ სტუდენტს 99-ჯერ გაროზგვა იმის გამო მიუსაჯეს, რომ უნივერსიტეტის დამთავრებას ორივე სქესის სტუდენტები ერთად აღნიშნავდნენ.

როგორც საქმის პროკურორი Ismaeil Sadeqi Niaraki ადგლობრივ მედიასთან აცხადებს, სასჯელის მიზეზი ის გახლდათ რომ უნივერსიტეტის დამთავრების აღნიშვნა ორივე სქესის სტუდენტებმა ერთად გადაწყვიტეს. მისივე თქმით, გოგონები ,,ნახევრად შიშველ” მდგომარეობაში, რაც ჰიჯაბისა და ჩადრის გარეშე ყოფნას გულისხმობს, მამაკაცებთან ერთად ზეიმობდნენ და ცეკვით აღნიშნავდნენ უნივერსიტეტის დამთავრებას.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გაიმართა სპეციალური სასამართლო პროცესი და სტუდენტებს 99-ჯერ გაროზგვა მიესაჯათ.

პროკურორი იმედოვნებს რომ მომხდარი დანარჩენი ახალგაზრდობისთვის კარგი გაკვეთილი იქნება.

როგორც New York Times იუწყება ირანში შერეული სქესის წვეულებები და ალკოჰოლის მიღება კანონდარღვევად ითვლება და შესაბამისა საჯელს ითვალისწინებს.

წყარო: New York Times

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები