მარკეტინგის უფასო კურსი ბერკლის უნივერსიტეტში

გაცვლითი პროგრამები

კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტი მარკეტინგით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს უფასო ონლაინ სასერტიფიკატო კურსს.

კურსის ფარგლებში განიხილება პრაქტიკული საკითხები, რაც მომავალ მარკეტინგის მენეჯერს გამოადგება სამუშაოს შესრულებაში.

კურსის ფარგლებში შეისწავლება შემდეგი საკითხები: ბაზრის კვლევა, დაგეგმვა, ტენდენციები, და ანალიტიკა.

კურსი არის 4-კვირიანი და იწყება 7 ივნისს.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

კურსის ხელმძღვანელია გამოცდილი სპეციალისტი და მარკეტინგული ტექსტბუქების ავტორი Stephan Sorge.

კურსის სასწავლო ენაა ინგლისური და სწავლება ხდება ინგლისურენოვანი ტრანსკრიპტებით.

რაც შეეხება ინსტრუქციას, კურსის გასავლელად ვებგვერდზე უნდა შექმნათ თქვენი ექაუნთი და შემდეგ უკვე დარეგისტრირდეთ კურსზე. თქვენი ანგარიშის აქტივაციის შემდეგ უკვე შეძლებთ სისტემაში შესვლას, სადაც მოცემულია ინსტრუქცია, ინფორმაცია სასწავლო მასალებისა და სწავლი შესახებ.

კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი, რომელიც საფასურიც არის 99 დოლარი.

დეტალებისთვის გადადით ბმულზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები