დაფინანსება ქართველი სტუდენტებისთვის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სასწავლებლად

გაცვლითი პროგრამები

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2016-2017 სასწავლო წლისთვის სახელოვნებო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღებას იწყებს.

განაცხადების წარმოდგენის ვადაა – 2016 წლის 1 ივნისიდან – 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით (19:00 სთ).

სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ხელოვნების მიმართულებისა და რესტავრაცია/კონსერვაციის დარგის/სპეციალობის სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამებზე საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებას.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

დაფინანსება გაიცემა ერთი აკადემიური წლისათვის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ერთწლიან, აგრეთვე ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებს. პროგრამა არ ითვალისწინებს დისტანციურ/დაუსწრებელ აკადემიურ პროგრამებზე სწავლის დაფინანსებას. კონკურსის მსვლელობისას მხედველობაში მიიღება ინფორმაცია სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობების ან/და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის შესახებ.

დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭირვალეობის პრინციპების დაცვით.

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით უნდა წარმოადგინონ.

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები