Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

საქართველოს ახალგაზრდობის 2016 წლის წარმომადგენელი გაეროში თათია დოლიძე გახდა

საქართველოს ახალგაზრდობის 2016 წლის წარმომადგენელი გაეროში თათია დოლიძე გახდა
June 02
13:36 2016

ივნისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში”კონკურსის მესამე ეტაპი – საჯარო გამოსვლა.

კონკურსის მესამე ეტაპზე გადასულმა კონკუსანტებმა რეგლამენტით განსაზღვრული 5 წუთის განმავლობაში წარმოადგინეს თავისი საჯარო გამოსვლა თემაზე “The importance of youth leadership – how can young people become agents of change?”

კონკურსის სამივე ეტაპზე მიღებული ქულების დაჯამების შედეგად გამოვლინდა საქართველოს ახალგაზრდობის 2016 წლის წარმომადგენელი გაეროში – თათია დოლიძე.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო პროგრამას „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში” საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით უკვე რამოდენიმე წელია წარმატებით ახორციელებს.

ახალგაზრდობის წარმომადგენლების პროგრამა, გაეროს ერთ-ერთ წარმატებულ ინიციატივად მიიჩნევა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, პირველად 1981 წელს მოუწოდა წევრ ქვეყნებს, რომ ახალგაზრდა დელეგატები ქვეყნის ოფიციალურ დელეგაციებში შეეყვანათ. აღნიშნული მოწოდება დაფიქსირებულია გაეროს რამდენიმე რეზოლუციაში.

საქართველოში პროგრამას საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა და სრულად ფინანსდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ.

შერჩეული წარმომადგენელი ახალგაზრდებთან გადის კონსულტაციებს, ატარებს შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოგვიანებით, ახალგაზრდობის წარმომადგენელი მიემგზავრება გაეროს სათაო ოფისში (ნიუ იორკი, აშშ), სადაც როგორც საქართველოს დელეგაციის სრულუფლებიანი წევრი, მონაწილეობას იღებს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ღონისძიებებში და საკომიტეტო მოსმენებში, სიტყვით გამოდის ამავე კომიტეტის სხდომაზე და მონაწილეობს ახალგაზრდობის შესახებ დადგენილების შემუშავებაში. ახალგაზრდობის წარმომადგენელს ასევე შეუძლია ეკონომიკური და სოციალური საბჭოს სოციალური განვითარების კომისიის სხდომებში მონაწილეობის მიღება.

2012-2015 წლების საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლები გაეროში არიან: გიორგი ჭეხანი, თორნიკე ზურაბიშვილი, ლაშა შაყულაშვილი, მარიამ სიხარულიძე.

618 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში