საზაფხულო უნივერსიტეტი დაფინანსებით ქართველი სტუდენტებისთვის

გაცვლითი პროგრამები

ბუქარესტის ეკონომიკის უნივერსიტეტი რუმინეთის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით 14-28 აგვისტოს ბუქარესტში მართავს საზაფხულო უნივერსიტეტს სტუდენტებისთვის.

მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან, მათ შორის საქართველოდან, რომელიც ინტერესდება ეკონომიკის სფეროთი.

სულ შეირჩევა 55 მონაწილე. მათ ლექციებს და ვორქშოპებს ჩაუტარებენ წამყვანი უნივერსიტეტების ლექტორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. სტუდენტები ორი კვირის განმავლობაში იცხოვრებენ უნივერსიტეტის კამპუსში. პროგრამა მოიცავს ასევე უიქენდს ქალაქგარეთ.

  ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

სტუდენტებს საშუალება აქვთ აღნიშნული კურსის გავლის შედეგად მოიპოვონ 5 კრედიტი.

რაც შეეხება ფასებს, სრული დაფინანსების მოპოვების მსურველებმა 1 ივლისამდე უნდა წარადგინოთ თქვენი CV და შევსებული სააპლიკაციო ფორმა, რომელსაც უნდა დაურთოთ 1200 სიტყვიანი ესე შემდეგ თემაზე The future of politics and public management in the European Union.

თემის საკითხების და მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ. 

ნაწილობრივი დაფინანსების შემთხვევაში (290 ევრო) 12 ივლისამდე უნდა გადაგზავნოთ თქვენი CV , სააპლიკაციო ფორმა და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე application@bsu.ase.ro

ხოლო თუ თქვენ თავად გსურთ პროექტში მონაწილეობის საფასურის სრულად გადახდა (590 ევრო) 12 ივლისამდე უნდა გადაგზავნოთ CV  და სააპლიკაციო ფორმა მისამართზე application@bsu.ase.ro

ზემოთ აღნიშნული ფასები გულისხმობს სტუდენტის ცხოვრებას და გადაადგილებას რუმინეთში, კვებას, უიქენდს ქალაქგარეთ და სასწავლო ატივობებს პროექტის ფარგლებში.

გაითვალისწინეთ: საერთაშორისო მგზავრობის ხარჯები მონაწილემ თავად უნდა დაფაროს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ პროექტის ოფიციალურ გვერდზე  ან დაუკავშირდით ორგანიზატორებს შემდეგ მისამართზე application@bsu.ase.ro

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები