Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ალექსანდრე ჯეჯელავა სახელმწიფო უნივერსიტეტების თვითმმართველობების წარმომადგენლებს ხვდება

ალექსანდრე ჯეჯელავა სახელმწიფო უნივერსიტეტების თვითმმართველობების წარმომადგენლებს ხვდება
June 09
14:34 2016

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უმაღლესი სასწავლებლების თვითმმართველობების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა, სამინისტროს საკონფერენციო ოთახის ნაცვლად, ალექსანდრე ჯეჯელავას გადაწყვეტილებით, სამინისტროს დარბაზში მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრებიან  თსუ-ს, ტექნიკური უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო აკადემიისა და კონსერვატორიის თვითმმართველობების წარმომადგენლები.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

ალექსანდრე ჯეჯელავამ ყველა სტუდენტს პირობა მისცა, რომ მათი ურთიერთობა რეგულარული იქნება.

„ვაპირებთ სტუდენტებთან რეგულარულად შეხვედრას, იმისათვის, რომ არსებობდეს ადგილი, სადაც ყველა სტუდენტს საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს მსჯელობაში თემაზე, როგორ გავხადოთ ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემა უკეთესი. ჩვენი დღევანდელი საუბარი მათ შორის კავშირშია იმ რთულ სიტუაციასთან, რომელიც შექმნილია თსუ-ში. თუმცა პირიქით ვიტყოდი, ის რთული სიტუაცია, ვფიქრობ, იმასთან არის კავშირში, რომ ბევრი რამ არ მოგვარდა წლების განმავლობაში. აქამდე ძალიან პოზიტიური იყო ყველა შეხვედრა. ამ ხალხის ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს არის ხალხი, რომელთაც გული აქვთ ანთებული. განზე კი არ გადგნენ, არამედ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, სტუდენტურ ცხოვრებაში. ვფიქრობ, ეს ძალიან დასაფასებელია“, – განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

თსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ბახვა კვირიკაშვილის თქმით, შეხვედრაზე ერთ-ერთი საკითხი სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმირება იქნება.

წყარო: interpressnews.ge

70 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში