Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

,,დავრწმუნდი რომ ყველა სტუდენტის ინტერესი უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებაა”

,,დავრწმუნდი რომ ყველა სტუდენტის ინტერესი უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებაა”
June 09
17:15 2016

ძალიან კეთილგანწყობილი და კარგი ხალხი გავიცანი, – ამის შესახებ საქართველოს განათლებ ისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ უმაღლესი სასწავლებლების თვითმმართველობების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რომ ისინი გამოთქვამენ მზადყოფნას შემდგომი მუშაობისა და კომუნიკაციისთვის.

„ეს იყო გაცნობითი შეხვედრა. რასაც მოველოდი ძალიან კეთილგანწყობილი და კარგი ხალხი გავიცანი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ ხალხის ინტერესი, ისევე როგორც ყველა სხვა სტუდენტის ინტერესი არის, რომ უმაღლესი განათლების სისტემა განვითარდეს, წინ წავიდეს. ხედვებში რა თქმა უნდა, განსხვავება არის. ზოგს ჰგონია, რომ საუკეთესო მეთოდი ასეთია, ზოგს გონია ცოტა განსხვავებული. თუმცა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ტექნიკურად ამ ხედვებში ძალიან ბევრი საერთოა“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, აპირებს, რომ სხვადასხვა თვითმმართველობებს ცალ-ცალკე შეხვდეს. მინისტრი დარწმუნებულია, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობის პირველი შედეგები ძალიან მალე იქნება სახეზე.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ბახვა კვირიკაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ მინისტრი პრობლემის მარტივად და სწრაფად მოსაგვარებლად მზად არის.

„მარტივი მოგვარება გულისხმობს, რომ საერთი მიზნები და ხედვები, რაც კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შეიძლება გააჩნდეს, უნდა შეთანხმდეს და რეალური განვითარებისა და წინსვლისკენ უნდა ვიმსჯელოთ თითოეულმა ჩვენგანმა, როგორც უნივერსიტეტების, ისე კონკრეტული სტრუქტურის სამომავლო პერსპექტივებში. დანარჩენი ყველაფერი ორი მხრის ნებაზეა დამოკიდებული, რამდენად სურს მოლაპარაკება“, – განაცხადა ბახვა კვირიკაშვილმა.

სამინისტროში ალექსანდრე ჯეჯელავასთან გამართულ შეხვედრას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების, თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღეს, 19:00 საათზე, ალექსანდრე ჯეჯელავა თსუ-ში „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებს შეხვდება.

წყარო: interpressnews.ge

51 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში