Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სტუდენტური შეჯიბრი – როგორ დავუშვათ კვერცხი 12 მეტრიდან, ისე რომ არ გატყდეს

სტუდენტური შეჯიბრი – როგორ დავუშვათ კვერცხი 12 მეტრიდან, ისე რომ არ გატყდეს
June 15
15:06 2016

30 ივნისს 13:00-ზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F კორპუსის ეზოში, სტუდენტური შეჯიბრი Red Bull Gravity Challenge გაიმართება. მონაწილე გუნდები შეეცდებიან ნიუტონის კანონი დაამარცხონ და 12 მეტრის სიმაღლიდან კვერცხი ისე გადმოაგდონ, რომ მიწაზე უვნებელი დაეშვას.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

შეჯიბრის მიზანი ნიჭიერი და კრეატიული სტუდენტების აღმოჩენაა, რომლებიც თავის ორიგინალურობას და გამომგონებლობას კვერცხის საფრენი კონსტრუქციების შექმნით გამოავლენენ.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებს მიეცემათ დავალება ჩამოაყალიბონ სამკაციანი გუნდი, მოიფიქრონ საფრენი კონსტრუქცია, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 კილოგრამს და 1 კუბურ მეტრს (1X1X1 მ) , სადაც განათავსებენ კვერცხს ისე, რომ 12 მეტრის სიმაღლიდან გადმოგდებისას არ დაზიანდეს.

კონსტრუქციებში დაუშვებელია მექანიკური, ელექტრო, შუშის, ზეთის, ფეთქებადი და ქიმიური ნივთიერებების გამოყენება

გუნდების რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

მონაწილე გუნდებს ჟიური შემდეგი კრიტერიუმებით შეაფასებს:

  • კვერცხი მიწაზე უვნებლად უნდა დაეშვას
  • კვერცხი აუცილებლად უნდა შეეხოს მიწას
  • კვერცხი უნდა დაეშვას წინასწარ განსაზღვრულ ადგილას
  • გუნდის კრეატიულობა, საფრენი კონსტრუქციის, გაფრენა/დაშვების ორიგინალურობა
213 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში