Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

,,სტუდენტური დღეების” გამარჯვებულები თსუ და სტუ გახდნენ

,,სტუდენტური დღეების” გამარჯვებულები თსუ და სტუ გახდნენ
June 18
15:39 2016

17 ივნისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სტუდენტური დღეები 2016 გრანდიოზული კონცერტით საზეიმოდ დაიხურა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტურ დღეებში გამარჯვებული უნივერსიტეტების თვითშემოქმედებითმა ჯგუფებმა და შემსრულებლებმა.

დახურვის ცერემონიაზე „სტუდენტური დღეების” ფარგლებში ჩატარებული სპორტული, კულტურული და ინტელექტუალური შეჯიბრების გამარჯვებულ უნივერსიტეტებს სპეციალური ჯილდოები გადაეცათ.
გამარჯვებულთა საერთო ქულები შეიკრიბა და წელს პირველად სტუდენტური დღეები 2016-ის გრან პრის მფლობელი ორი უმაღლესი სასწავლებელი გახდა – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი!

გამარჯვებული უნივერსიტეტების რექტორებსა და სტუდენტური თვითმმართველობების თავმჯდომარეებს ჯილდო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცა.

კონცერტზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ნომერი, მათ შორის: ხალხური და თანამედროვე სიმღერა; ხალხური და თანამედროვე ცეკვა; თეატრალური და ორიგინალური დადგმა და სხვა.

251 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში