Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

,,უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების საერთო მოდელი გამოიკვეთა”

,,უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების საერთო მოდელი გამოიკვეთა”
June 21
12:02 2016

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სტუდენტთა სხვადასხვა ჯგუფთან კონსულტაციების შედეგად საერთო მოდელი გამოიკვეთა – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. ის ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური მოძრაობა ,,აუდიტორია 115-ის” წევრებს ხვდება.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

,,ვუახლოვდებით საერთო მოდელს. თანაკვეთები ბევრი გვაქვს, ბევრ საკითხზე შევჯერდით, თუმცა ზოგიერთი კიდევ სამუშაოა. ,,აუდიტორია 115-ის” წევრებთან რამდენიმე ძირითად პუნქტზე უკვე შევთანხმდით. ეს საკითხებია: ისეთი პლათფორმის შექმნა, რომელიც იმუშავებს უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებაზე, თვითმმართველობის ფორმატის დახვეწა და განვითარება, ასევე საფაკულტეტო საბჭოებში წევრების პირდაპირი წესით არჩევა და კიდევ ბევრი სხვა საკითხი, როგორიც არის პროფესორ-მასწავლებლების პროგრამების განვითარება, საერთო საცხოვრებლების მოწყოიბა ა.შ. ”, – აღნიშნა განათლების მინისტრმა.

მისივე თქმით, უნდა შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელიც არაერთჯერადად მოაგვარებს პრობლემებს არამედ მუდმივად დაეხმარება სისტემას განვითარებაში. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრების შედეგად მხარეები უკვე მიუახლოვდნენ ისეთი პლათფორმის შექნას. რომელიც უმაღლესი განათლების სისტემის დახვეწაზე იმუშავებს.

ავტორი: ქეთი გიგოლაშვილი

388 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში