Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სრული დაფინანსება აშშ-ში სამაგისტრო პროგრამებზე სასწავლებლად

სრული დაფინანსება აშშ-ში სამაგისტრო პროგრამებზე სასწავლებლად
June 23
14:52 2016

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2017-18 სასწავლო წლისთვის ფულბრაიტის სამაგისტრო გაცვლით პროგრამებზე აპლიკაციების მიღებას აცხადებს. პროგრამა გულისხმობს სწავლის დაფინანსებას ყველა სპეციალობაზე, მათ  შორის, ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით.

პროგრამა არის სრულად დაფინანსებული და უზრუნველყოფს სწავლის, ცხოვრების, ჯანმრთელობის დაზღვევის და ტრანსპორტირების ხარჯებს.

☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼

ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამა არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროგრამა რომელიც ხორციელდება აშშ-ის მთავრობის მხარდაჭრით.

კონკურსში მონაწილეობისთვის:

  • აპლიკანტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • აპლიკანტს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი ან მასთან გათანაბრებულიგანათლება;
  • აპლიკანტი მაღალ დონეზე უნდა ფლობდეს წერით და ზეპირ ინგლისურს, რათა შეძლოს ამერიკაში სწავლა;
  • აპლიკანტმა  უნდა მიიღოს J-1 ვიზა, რაც გულისხმობს სწავლის დასრულების შემდეგ მინიმუმ 2 წლით საქართველოში დაბრუნების პირობას;
  • აპლიკანტს უნდა ჰქონდეს დამაკმაყოფილებელი სამედიცინო მდგომარეობა;
  • განცხადების შემოტანა არ შეუძლიათ ამერიკის მოქალაქეებს ან ამერიკაში დროებით მცხოვრებ ადამიანებს;
  • ზღვრული ასაკი 30 წელი.

განაცხადის შევსების პროცესი: 

  • დაინტერესებულმა პირებმა განაცხადის შესავსებად უნდა შეავსონ  ონლაინფორმა
  • 3 საერკომენდაციო წერილი – ლექტორებისგან, პროფესორებისგან ან სამსახურში თქვენიხელმძღვანელისგან (სარეკომენდაციო წერილის ატვირთვა ხდება ონლაინ, წერილის ავტორის მიერ);
  • სასწავლო ნიშნების ფურცლის ასლი – ოფიციალური დამოწმებული ასლები, რომლებიც მოიცავენ თქვენს აკადემიურ მოსწრებას ყველა გავლილი სასწავლო დაწესებულებებიდან (უნდა აიტვირთოს ონლაინ);
  • ინგლისურად ნათარგმნი ოფიციალური ნიშნების ფურცელი (უნდა აიტვირთოს ონლაინ);
  • დიპლომ(ებ)ი – ორიგინალის ასლი (უნდა აიტვირთოს ონლაინ) ან ცნობა უნივერსიტეტის დამთავრების შესახებ.

ჟურნალისტიკის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დამატებით წარმოადგინონ მათი პუბლიკაციები ან კვლევები, თუ თვლიან რომ ეს გაამყარებს მათ მოტივაციას პროგრამაში მონაწილეობისათვის.

ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ფაკულტეტებზე სწავლის მსურველებს კი შეუძლიათ დამატებით წარადგინონ თავიანთი ნამუშევრების პორტფელიო, ვიდეო, ფილმი და ა.შ.

შერჩეულ კანდიდატებს 2016 წლის სექტემბერში ჩაუტარდებათ TOEFL, GMAT ან GRE ტესტირება. საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატებს გასუბრება ჩაუტარდებათ აშშ-ის საელჩოში.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა არის 2016 წლის 1 აგვისტოს 18:00 საათი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ აშშ-ის საელჩოს საქართველოში ან იხილეთ ხშირად დასმული კითხვები.

 

1,190 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში