სასწავლო სტიპენდიები ქართველ სტუდენტებს ტარტუს უნივერსიტეტისგან

გაცვლითი პროგრამები

ტარტუს უნივერსიტეტის ნარვას კოლეჯი აცხადებს 2017 წლის გაზაფხულის სემესტრის სასტიპენდიო პროგრამას – „Multilingual education and CLIL (Content and Language Integrated Learning) Methodology“.

სამაგისტრო პროგრამის 10 სტიპენდა განკუთვნილია საქართველოს, მოლდოვას, უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის.

პროგრამა მოიცავს:

  • ყოველთვიურად სტიპენდიას 400 ევროს ოდენობით თებერვლიდან მაისის ჩათვლით.
  • გზის ხარჯების დაფარვას 300 ევროს ოდენობით.
  • სავიზო მოსაკრებლის ხარჯებს 80 ევროს ოდენობით.

პროგრამა განკუთვნილია იმ პირებითვის ვინც დაინტერესებული არიან პედაგოგიკით ან განათლების სპეციალობით, აქვთ სურვილი გახდნენ უცხო ენის მასწავლებლები ან სურთ შეისწავლონ სხვა ქვეყანაში არსებული განათლების სისტემა ესტონეთის მაგალითზე.

პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია სწავლობდეთ მაგისტრატურაზე აღნიშნული სპეციალობების მიმართულებით და გქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

ასევე უნდა ფლობდეთ ინგლისურ ენას მაღალ დონეზე (მინიმუმ B2). სასურველია საერთაშორისო სერტიფიკატის, IELTS, TOEFL, წარდგენა, თუმცა მიიღება სხვა სახის სერტიფიკატებიც.

წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობა უნივერსიტეტიდან;
  • ნიშნების ფურცელი (მაგისტრატურის პირველკურსელებმა უნდა წარმაოდგინონ ბაკალავრის დიპლომი და ნიშნების ფურცელი);
  • სამოტივაციო წერილი;
  • სარეკომენდაციო წერილი;
  • ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  • პასპორტის ფოტოსურათიანი გვერდის ასლი.

დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ ონლაინ. წარმოდგენილი დოკუმენტაცია ნათარგმნი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.

განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 30 სექტემბერია.

დამატებით ინფორმაცია იხილეთ ბმულზე ან დაუკავშირდით Inga Jaagus erasmus@narva.ut.ee +372 740 1922

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები