მსოფლიოს ტოპუნივერსიტეტების 2016 წლის რეიტინგი გამოქვეყნდა

აქტუალური

The Center of World University Rankings-მა მსოფლიოს უნივერსიტეტების 2016 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. 

სამწუხაროდ, რეიტინგში მოხვედრილ 1000 საუკეთსო უნივერსიტეტს შორის ვერცერთი ქართული უნივერსიტეტი ვერ მოხვდა. რეიტინგში შესული 1000 უნივერსიტეტიდან 224 აშშ-ში მდებარეობს, 90 ჩინეთში, 74 იაპონიაში, 65 კი დიდ ბრიტანეთში.

იხილეთ უნივერსიტეტების რეიტინგი. 

ცენტრი უნივერსიტეტების რეიტინგის შედგენისას 8 ფაქტორს ითვალისწინებს, მათ შორის სწავლის ხარისხს, აკადემიურ პერსონალს და უნივერსიტეტის პრესტიჟს.

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების პირველი ათეული ასე გამოიყურება:

10. იელის უნივერსიტეტი

9. პრინსტონის უნივერსიტეტი

8. ჩიკაგოს უნივერსიტეტი

7. კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტი

6. კოლუმბიის უნივერსიტეტი

5. ოქსფორდის უნივერსიტეტი

4. კემბრიჯის უნივერსიტეტი

3. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტი

2. სტენფორდის უნივერსიტეტი

1. ჰარვარდის უნივერსიტეტი

 ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

წყარო: bussinessinsider.com

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები