საბერძნეთის მთავრობის სტიპენდიები ქართველი სტუდენტებისთვის

გაცვლითი პროგრამები

საბერძნეთის მთავრობა აცხადებს სტიპენდიებს საქართველოს მოქალაქეებისათვის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე 2016-2017 სასწავლო წლისათვის.

სტიპენდია ითვალისწინებს:

  • სამოგზაურო ხარჯებს – 700 ევრო;
  • ყოველთვიურ სტიპენდიას – 368 ევრო;
  • უფასო კვებას;
  • სამედიცინო დაზღვევას;
  • ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის სტიპენდია გულისხმობს სწავლის დაფინანსებას და უფასო სასწავლო მასალებს, მაგისტრატურის შემთხვევაში კი სწავლა არ ფინანსდება.

 ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

სააპლიკაციო დოკუმენტები უნდა იყოს სათანადოდ დამოწმებული და თარგმნილი ბერძნულ ენაზე.

აპლიკანტის მიერ შევსებული სააპლიკაციო ფორმა უნდა წარედგინოს საბერძნეთის საელჩოს არაუგვიანეს ამა წლის 25 ივლისისა.

დამატებითი ინფორმაცია სტიპენდიისა და სააპლიკაციო დოკუმენტების შესახებ იხილეთ დანართში.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები